"დღეს ბიზნეს გარემოს მთავარი გამოწვევა რუსული ტურისტული ემბარგოს მოსალოდნელი შედეგებია"

დღეს ბიზნეს გარემოს მთავარი გამოწვევა რუსული ტურისტული ემბარგოს მოსალოდნელი შედეგებია -  ამისშესახებ ირაკლი ლექვინაძემ მედიასთან ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2019 წლის  6 თვის საქმიანობის სტატისტიკის პრეზენტაციაზე  განაცხადა.

 

ირაკლი ლექვინაძემ ისაუბრა რუსული ბაზრიდან მისაღები შემოსავლების შესაძლო შემცირებაზე და განაცხადა, რომ არსებულ ვითარებაში მნიშვნელოვანია ბაზრების კიდევ უფრო მეტი დივერსიფიკაცია.

 

„საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტამ და ტურისტული ნაკადების მკვეთრმა შემცირებამ შესაბამისი ასახვა უკვე მოახდინატურისტულ ინდუსტრიაზე და მასთან დაკავშირებულ დარგებზე.არსებულ ვითარებაში მნიშვნელოვანია ბაზრების კიდევუფრო მეტი დივერსიფიკაცია, რის შესაძლებლობასაც  დღეს მოქმედი საერთაშორისო თავისუფალი ვაჭრობისხელშეკრულებები იძლევა." - ამბობს ლექვინაძე.

 

ირაკლი ლექვინაძის თქმით, შექმნილმა მოლოდინებმა გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტის კურსის ახალიწონასწორობის წერტილის ფორმირებაზე.

 

„აღნიშნული ფაქტორების გავლენით დღევანდელი ბიზნეს გარემოსთვის გამოწვევად რჩება კურსის მერყეობა, რადგან გავლენა მომხმარებლის მსყიდველობითუნარიანობაზე, კურსთაშორის სხვაობების დანაკარგები ბიზნესისთვისდამატებითი ხარჯია.

 

ასეთ დროს მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესის ზეწოლის ნეიტრალიზაცია და ეროვნულიბანკის მხრიდან მაქსიმალური კოორდინაცია და კომუნიკაცია ბიზნესთან, რადგან ნეგატიური მოლოდინების წილივალუტის კურსის ფორმირების პროცესში მინიმალური იყოს."- განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

 

ბიზნესომბუდსმენის განმარტებით აქტუალურ საკითხებად რჩება თამბაქოს ინდუსტრიაზე თამბაქოს კონტროლისშესახებ მიღებული ახალი რეგულაციების გავლენასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, საბანკო რეგულაციების გავლენა სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის სექტორზე.

 

ამას გარდა, ბიზნესომბუდსმენი აპარატი მუშაობს რძის ნაწარმის დღგ-ისგან გათავისუფლების შესახებ. ასევე,საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნილია ბიზნესომბუდსმენის სამართლებრივი დასკვნა, რომლითაც ბიზნესომბუდსმენის ითხოვს საკანონმდებლო ცვლილებას, რათა  სესხის გამცემ სუბიექტებს მიეცეთ შესაძლებლობა დაიბრუნონ 2019  წლამდე ე.წ. ესტონური მოდელის ნორმების შესაბამისად,  გადახდილი მოგების გადასახადი.

წაკითხვა 98 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.