ფოთის აკვატორიაში თურქეთისა და გერმანიის დროშების ქვეშ მცურავი რვა იახტა შევიდა

„გაატარე შენი ზაფხული საქართველოში“- ამ სლოგანით ფოთის აკვატორიაში, თურქეთისა და გერმანიის დროშების ქვეშ მცურავი რვა იახტა შევიდა.

 

„თავიდან ნაოსნობა მხოლოდ ხოფამდე იყო დაგეგმილი, მაგრამ რადგანაც მხარს ვუჭერთ სლოგანს „გაატარე შენი ზაფხული საქართველოში“, ამიტომ გადავწყვიტეთ ფოთში შემოსვლა. მომავალ წელს იმედია, ამ ღონისძიებას უფრო მასშტაბური სახე მიეცემა. მოხარული ვარ, რომ ასეთი გულთბილი დახვედრა მოგვიწყვეს“, – განაცხადა თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში მაქბულე ქოჩაკმა.

ღონისძიება სახელწოდებით „DADD rally შავი ზღვა 2019“ სამოყვარულო მეზღვაურთა ასოციაციის (DADD) ორგანიზებით იმართება. 

იახტები ფოთის საიალქნო კლუბის ტერიტორიაზეა განლაგებული.

imedinews.ge

წაკითხვა 125 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.