"დღეს საქართველო საგარეო შოკს გადის"- კობა გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ვალუტის გაუფასურებას საგარეო შოკებით და ქვეყანაში ტურისტული ნაკადის შემცირებით ხსნის.

 

„დღეს საქართველო საგარეო შოკს გადის. საქართველოში შემოდინებების მოსალოდნელი რაოდენობა შემცირებულია. ეს რიცხვებითაც დასტურდება, რომ საქართველოში შემოვიდა იმაზე უფრო ნაკლები ტურისტი, ვიდრე სხვა შემთხვევაში შემოდიოდა. ეს რა თქმა უნდა გავლენას ახდენს გაცვლით კურსზე. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მტკივნეული პროცესი, აბსოლუტურად მესმის ყველასი, ვინც ამის გავლენას განიცდის.

 

რადგანაც შოკები ყოველთვის არის მოსალოდნელი მიმართულება პატარა ზომის ღია ეკონომიკისათვის, მიმართულება რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის დედოლარიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ შემოსავალი არის ეროვნულ ვალუტაში, სესხები აღებული უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში. ეს არის ყველაზე კარგი პრევენცია, რომ ყველაზე ნაკლები დანაკარგებით მოხდეს გადატანა ასეთი სიტუაციის.

 

საქართველომ ერთხელ უკვე გაიარა ასეთი პერიოდი, ეს იყო 2014-2016 წლები, ამ პერიოდშიც კი საქართველოში იყო ზრდა და უმუშევრობა ქვეყანაში არ გაზრდილა“, - განაცხადა გვენეტაძემ.

 

ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, იმ შემთხვევაში თუ დაინახავენ, რომ კურსის განვითარება გავლენას ახდენს ინფლაციაზე, ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს გამოიყენებს.

წაკითხვა 78 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.