"ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდა საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას ადასტურებს"

FirstNews.ge გთავაზობთ ეკონომიკის ექსპერტის გიორგი ცუცქირიძის ბლოგს:

 

"2019 წლის ივნისშის წინა თვეების ანალოგიურად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისის საშუალო ზრდა 4.9 პროცენტს გაუტოლდა.

 

ივნისის თვეში ეკონომიკური ზრდა და საგარეო მოწყვლადობის შემცირებაც ადასტურებს, რომ განსაკუთრებით 24 ივნისიდან მოყოლებული, ლარის გაუფასურების მიზეზი არის არა ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორები, რაზეც ოპოზიცია და ცალკეული ექსპერტები მუდმივად აპელირებენ, არამედ, 20-21 ივნისიდან განითარებული რევოლუციური სცენარის პირდაპირი ზეგავლენა, რაც აისახა გაზრდილ საგარეო შოკებში, პირველ რიგში ტურისტულ ნაკადებზე ნეგატიური ზეგავლენის თვალსაზრისით; სავალუტო კურსის გაუფასურების ფაქტორებიდან, საგარეო ვაჭრობაზე, არანაკლებ ნეგატიურ ზეგავლენას სწორედ პოლიტიკური რყევები და ნეგატიური მოლოდინები ახდენენ

 

აქედან გამომდინარე, ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდაც, რაც აღემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ წლის დასაწყისში 4. 6 %-ზე გათვლილ, წლიური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელს, ადასტურებს დღეს საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას.

 

ახლა მთავარია, პოლიტიკური ტემპერატურის დაწევით, მაქსიმალურად შემცირდეს ეკონომიკაზე მიმდინარე პროცესების ნეგატიური ზეგავლენა, რასაც ხელს შეუწყობს 2019 წლის მეორე ნახევარში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმების და კერძო სექტორის ხელშემწყობი ინიციატივების დროული განხორციელება, პირველ რიგში მეწარმეობის და ტურისტული ინდუსტრიის მხარდაჭერის კუთხით."

წაკითხვა 71 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.