,,იმერი" საქარველოში მესამე კომპანიაა, რომელსაც Marks & Spencer -ის ხარისხის სერტიფიკატი გააჩნია

კომპანია "იმერი"-ს ისტორია 90 წელს ითვლის, თუმცა ბოლო 20 წელია მისი ნაწარმი ევროპის ბაზარზე გამოჩნდა, ხოლო მისი პარტნიორები ცნობილ მსოფლიო დონის ბრენდებს წარმოადგენენ.

"იმერი"-ს სამარკო ნიშნით შეკერილი ნაწარმი საქართველოში დიდი პოპულარობოთ სარგებლობს და პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.

 

საქმიანობის გაფართოების მიზნით, ,,აწარმოე საქართველოში" პროექტის ფარგლებში საწარმოში დიდი ცვლილებები მოხდა: აღდგა და კაპიტალურად გარემონტდა მეორე საამქრო, აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით, მოწესრიგდა შიდა და გარე ინფრასტრუქტურა. სწორედ ამ პროექტის შედეგად გახდა შესაძლებელი იმერის მიერ Marks & Spencer -ის, ბრიტანეთის წამყვანი ტანსაცმლის მწარმოებლისა და მსოფლიო ბრენდის აუდიტის წარმატებით გავლა და კიდევ ერთი მსხვილი პარტნიორის შეძენა. კომპანია ,,იმერი" მესამეა საქარველოში BTMtextile-სა და MGM-ის შემდეგ, რომელსაც Marks & Spencer -ის ხარისხის სერტიფიკატი გააჩნია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმის BTMtextile-ის უშუალო დახმარება და რეკომენდაციები მნიშვნელოვანი იყო სერტიფიკატის მიღებისათვის

წაკითხვა 173 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.