"გარკვეულ ჯგუფებსა და პოლიტიკოსებს არ მოსწონთ ჩვენი რეფორმები და ორკესტრირებული შავი პიარით ცდილობენ ყალბი ინფორმაციების გავრცელებას"

„გარკვეულ ჯგუფებსა და პოლიტიკოსებს არ მოსწონთ ჩვენი მთავრობის, ჩვენი ეკონომიკური გუნდისა და ჩვენი სამინისტროს მიერ განხორციელებული ბევრი რეფორმა, რომელიც, საბოლოო ჯამში, იწვევს მეტ კონკურენციას,

- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, სწორედ ამიტომ ეს გარკვეული ჯგუფები და პოლიტიკოსები ავრცელებენ ისეთ ყალბ ინფორმაციებს, როგორც არის ეკონომიკის მინისტრის მიერ პოსტის დატოვება.

 

როგორც ნათია თურნავამ ამ საკითხზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა, აღნიშნული ინფორმაცია იმდენად არასერიოზული პოლიტიკოსების მხრიდან გავრცელდა, რომ არც იმსახურებს სერიოზულ პასუხს, ვინაიდან ეს იყო კლასიკური შავი პიარის და ფეიკ ნიუსის ნიმუში.

 

მისივე თქმით, სასურველია ასეთ შემთხვევებში მედიამ გავრცელებამდე კარგად გადაამოწმოს , თუ რამდენად სანდო არიან მათი რესპოდენტები.

 

„ამაზე არც კი გავაკეთებდი სერიოზულ კომენტარს, იმდენად არასერიოზული სახეები ჩანდა, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ ამ ჯგუფებს როგორც ჩანს, გარკვეული მოტივაცია გააჩნიათ, ვინაიდან ეს იყო ძალიან ორკესტრირებული, შავი პიარის ნიმუში, რაც განხორციელდა ჩემთან მიმართებაში. ვრცელდებოდა სრულიად ცრუ გადამოუწმებელი ინფორმაცია, რასაც ერთი რამით ვხსნით - ჩვენი მთავრობა, ეკონომიკური გუნდი, ჩვენი სამინისტრო ახორციელებს ძალიან ბევრ რეფორმას. ეს რეფორმები საბოლოო ჯამში იწვევს მეტ კონკურენციას და არსებობს გარკვეული ჯგუფები, ვისაც ეს არ მოწონს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

მისივე თქმით, ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს, რომ ჩვენს ცაზე გამოჩნდა ამდენი ახალი ავიაკომპანია, გამოჩნდა „რაინეარი", გამოჩნდა „ვიზეარის" გაორმაგებული მიმართულებები და შეიძლება ვიღაცა მისტირის იმ პერიოდს, როდესაც ცა მონოპოლიზირებული იყო.

 

„ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს, რომ ჩვენი ენერგეტიკული რეფორმების შედეგად ისევ მოხდა დერეგულირება, ბაზრის გახსნა და არის მეტი კონკურენცია. ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბიზნესი ისევ თავისუფალია და არის მეტი კონკურენცია, იმიტომ, რომ სხვა პირობებშია შეჩვეული ბიზნესის კეთებას. ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, რომ არანაირი შავი პიარი, არანაირი ფეიკ ნიუსი, არანაირი შანტაჟი არ გადაგვახვევინებს ამ პრინციპებისგან, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ საქართველოს კეთილდღეობა ამაღლდეს და ადამიანები იყვნენ უფრო კმაყოფილებები. ჩვენი ოპონენტები ვერ ეღირსებიან ჩვენი ინსტიტუტების შერყევას", - განაცხადა ნათია თურნავამ.

წაკითხვა 638 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.