ამ გვერდის ამობედვა

Conti International-ის წარმომადგენელი - „ანაკლიის კონსორციუმის“ დატოვების გადაწყვეტილება წლის დასაწყისში მივიღეთ - ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა

გვსურს ანაკლიის პორტის პროექტში საკუთარი აქციების გაყიდვა და კონსორციუმის დატოვება საბოლოო გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ Conti International-ის წარმომადგენელმა კოლინ ვიბლმა განუცხადა.

 

 

„კონსორციუმის დატოვების გადაწყვეტილება წლის დასაწყისში მივიღეთ და კონსორციუმსაც ვაცნობეთ ეს გადაწყვეტილება. რამდენიმე თვის წინ კი ეს გამოცხადდა და ცნობილი გახდა, მას შემდეგ ჩვენი გადაწყვეტილება არ შეცვლილა“,- განაცხადა ვიბლმა.

 

 

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, თუ რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც Conti International -ი კონსორციუმს ტოვებს, ვიბლმა განაცხადა, რომ „ამაზე ამჟამად კომენტარი არ აქვს“.

 

 

https://www.interpressnews.ge/ka/

წაკითხვა 603 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 26 2019

სიახლეები