“ხელისუფლება ერთი ხელით მუდმივად ახდენს პროექტის მხარდაჭერის დეკლარირებას, მაგრამ მეორე მხრივ, ყველაფერს აკეთებს, რომ პოტენციური ინვესტორები დააფრთხოს"

“მერიდიანი” იქნება თუ ანაკლიის პროექტის ნებისმიერი სხვა პოტენციური ინვესტორი, ხედავს ხელისუფლების აგრესიულ და ნეგატიურ განწყობას არა პროექტის, არამედ კონსორციუმისა და მისი მენეჯმენტის მიმართ, ეს კი ყველაფერში ჩანს...

ეს ისტორია ძალიან დიდი ხანია გრძელდება. ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლებას ობიექტური პრეტენზიები არ აქვს, მაგრამ ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, თავად დაუკავშირა ეს საკითხი პოლიტიკას. ყველაფერი გააკეთა კონსორციუმის მენეჯმენტის დისკრედიტაციისთვის, იმისათვის, რომ პოტენციური ინვესტორები დაეფრთხო და ამას სრულიად აშკარად აკეთებდა. არ ვართ ბრიყვები, ეს რომ ვერ დაგვენახა. მოსალოდნელ შედეგებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ფაქტობრივად, ხელისუფლებამ თვითონ აიღო თავის თავზე, თუმცა ის ამ ორ თემას შორის კავშირს უარყოფს”, - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხელისუფლებამ თავისი სიბრიყვით შექმნა იმის საფუძველი, რომ კონსორციუმმა სასამართლოებში მასშტაბური დავა დაიწყოს” - ხუხაშვილი.

 

“ხელისუფლება ერთი ხელით მუდმივად ახდენს პროექტის მხარდაჭერის დეკლარირებას, მაგრამ მეორე მხრივ, ყველაფერს აკეთებს, რომ პოტენციური ინვესტორები დააფრთხოს - რბილად რომ ვთქვათ, კონსორციუმთან თანამშრომლობა არ ურჩიოს. შედეგიც ლოგიკურია, აბსოლუტურად გასაგები და კანონზომიერი, ან სხვას რას უნდა ველოდოთ? ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, თავისი ძალიან უხარისხო მუშაობით შექმნა იმის საფუძველი, რომ კონსორციუმმა გარკვეულწილად ამ პროექტთან დაკავშირებით, ფორსმაჟორული სიტუაცია გამოაცხადოს და დაიწყოს მასშტაბური დავა, მათ შორის სასამართლოებში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ამის საფუძველი თავისი სიბრიყვით ხელისუფლებამ შექმნა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “რა ბედი ელის ანაკლიის პორტის პროექტს საბოლოოდ?” - პასუხობს:

 

“ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია. არა მგონია ხელისუფლებას დღეს კონკრეტული გადაწყვეტილება ჰქონდეს, ამ ეტაპზე მათი ამოცანაა პროექტზე კონტროლის აღდგენა ანუ კონსორციუმის გაძევება. ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, როგორ განვითარდება მოვლენები - ან დაკონსერვდება ან გაგრძელდება. გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო წელში შევდივართ, ანაკლიის თემა წინასაარჩევნო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გახდება, რადგან მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკური განაცხადი გააკეთა. არ მგონია, რომ არჩევნებამდე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით რაღაც სერიოზული მოძრაობები დაიწყოს. ანაკლიის პორტის პროექტის ბედი, როგორც ჩანს, 2020 წლის არჩევნებზე გადაწყდება”.

წაკითხვა 566 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.