სამტრედიაში, პროგრამა „ქართულ ჩაის“ მონაწილე 8 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ჩაის მანქანა-დანადგარები გადაეცათ

სამტრედიაში, პროგრამა „ქართულ ჩაის“ მონაწილე 8 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ჩაის მანქანა-დანადგარები გადაეცათ.

კოოპერატივებისთვის ტექნიკის გადაცემის პროცესს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, იმერეთის რეგიონის რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

აღნიშნულმა კოოპერატივებმა სახელმწიფოს დაფინანსებით ისარგებლეს და საკუთრებაში არსებული 140 ჰა ჩაის პლანტაციების გასაშენებლად სახელმწიფოსგან თანადაფინანსების სახით 287,000 ლარი მიიღეს.

 

პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში, ჯამში ტექნიკის შესაძენად 314,000 ლარი დაიხარჯა, რომელიც კოოპერატივებს საჩუქრად გადაეცათ.

 

79235854 502689130351917 4835754951885979648 n

 

საქართველოს მასშტაბით პროგრამაში „ქართული ჩაი“ 49 ბენეფიციარი არის ჩართული. ჩაის სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი 1,024 ჰექტარს შეადგენს, ხოლო ჯამური ინვესტიცია 2,551,642 ლარია, საიდანაც 1,775,488 ლარი სახელმწიფო თანადაფინანსებაა. პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება და ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა.

წაკითხვა 610 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.