April 25, 2024

„ინვესტორების მხრიდან საქართველოს ეკონომიკის მიმართ ნდობა იზრდება"

„როცა საქართველოსნაირ მცირე ქვეყანაზე ვსაუბრობთ, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა წლიდან წლამდე ბევრად არის დამოკიდებული ამა თუ იმ მსხვილი საინვესტიციო პროექტის დაწყება-დასრულების ვადებზე, ყველაზე სწორი და გამართლებული იქნება, ეს მაჩვენებელი განვიხილოთ საშუალოვადიან ჭრილში", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

ნათია თურნავამ ეს ინიციატივა დღეს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა.


ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ბოლო შვიდი წლის მანძილზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საშუალო წლიური მაჩვენებელი 35%-ით არის გაზრდილი წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

 

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რეგიონის სხვა ქვეყნებთან და მთელი რიგი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით სამჯერ უფრო მაღალია FDI-ს წილი მთლიან შიდა პროდუქტში. ძალიან დამაიმედებელია ბოლოდროინდელი სტატისტიკა - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მე-3 კვარტლის შედეგები, რომელმაც ცხადყო, რომ FDI საქართველოში ორნიშნა რიცხვით ხასიათდება და რაც მთავარია, პრაქტიკულად, გაორმაგებულია რეინვესტირებული მოგების მოცულობა", - აღნიშნა ნათია თურნავამ.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, მის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკა მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს - ინვესტორების მხრიდან იზრდება ნდობა საქართველოს ეკონომიკის მიმართ.

 

„თუმცა ეს არ გვაძლევს თვითკმაყოფილების საფუძველს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 2020 წელს ეს ტენდენციები გაძლიერდეს", - აღნიშნა მან.

წაკითხვა 527 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 16 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.