გაუძლებს თუ არა ქართული ლარი ირან-ამერიკის წინასაომარ წნეხს?

“ამერიკა და ირანი ომის ზღვარზე არიან. ასეთ შემთხვევაში ბევრი ქვეყანა დაზარალდება, მათ შორის საქართველოც. საწვავი აუცილებლად გაძვირდება, ეკონომიკური ვითარება შეიცვლება, მაგრამ ყველაზე მთავარია რა ელის ლარს, რომელიც, როგორც იქნა, გამყარების გზას დაადგა. როგორც ფინანსისტები ირწმუნებიან, ამ მხრივ საფრთხე დიდი არ არის”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, გაუძლებს თუ არა ქართული ლარი ირან-ამერიკის წინასაომარ წნეხს? / "ჩვენი ვალუტა მომავალში თუ არ გამყარდება, არც გაუფასურდება"

 

"მსოფლიო ბაზარზე, ნავთობსა და ოქროზე ფასმა უკვე მოიმატა, რაც ასახვას საქართველოზეც მოახდენს. “ფინექს 1970”-ის ანალიტიკოსი ნიკა შენგელია “რეზონანსთან” ამბობს, რომ ამერიკასა და ირანს შორის საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, საქართველოში ფასები აუცილებლად მოიმატებს. ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია ეროვნული ვალუტის სტაბილურობა. ამ მხრივ განსაკუთრებული საფრთხე ჯერ არ იკვეთება. კორესპონდენტის კითხვაზე, რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს საქართველოსთვის, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამწვავება? ნიკა შენგელიას თქმით, ირანსა და ამერიკას შორის არსებულმა დაძაბულმა ვითარებას უკვე გამოიღო შედეგი და ნავთობის ფასმა მოიმატა. სავარუდოდ, რაც უფრო გაღრმავდება დაძაბულობა, მით უფრო გაიზრდება ნავთობის ფასიც. გარდა ამისა, საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასიც საკმაოდ მომატებულია. მე ველოდები, რომ ნავთობი კიდევ გაძვირდება. ეს აუცილებლად მოხდება, რადგან ლიბიაში და ერაყშიც პრობლემებია. ეს უკვე მაჩვენებელია იმისა, რომ ნავთობის ფასმა შეიძლება 80-დოლარიანი ნიშნულიც კი გადაკვეთოს. ეს უკვე ბიძგი იქნება იმისთვის, რომ იანვრის ბოლოდან საქართველოში საწვავზე და ნავთობპროდუქტზე ფასი გაიზარდოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

 

"რაც შეეხება ვალუტის კურსს. იმ შემთხვევაში თუ ამერიკა საომარ მოქმედებებს დაიწყებს, დოლარი შესუსტდება, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ლარი კიდევ უფრო თამამად 2.80-იან ნიშნულამდე ჩამოვიდეს. ამ ეტაპზე, შესაძლოა, მხოლოდ ეს ცვლილებები მოხდეს. მთავარია, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება აუცილებლად შეჩერდება. თუ არ გამყარდება, არც გაუფასურდება, რადგან ამ შემთხვევაში დოლარზე ხდება ზეწოლა და ამერიკული ვალუტის დევალვაცია უფრო დაიწყება მსოფლიო სავალუტო ბირჟებზე, ვიდრე რეგიონული ვალუტების. თუ საქართველო თავს ამერიკის პარტნიორად მიიჩნევს, რა თქმა უნდა, ასე შემთხვევაში ჩვენი ქვეყენა ვალდებული იქნება შეუერთდეს იმ სანქციებს, რასაც აშშ დააწესებს. სანქციებზე მეტად სახიფათოა თუ განიხილება ვარიანტი ნატოს ჯარები შემოსვლასთან დაკავშირებით, რომლითაც ჩვენ კარგ შედეგებს არ უნდა ველოდოთ. მოგეხსენებათ, რომ სომხეთმა ნეიტრალიტეტი გამოაცხადა ომთან დაკავშირებით, მაგრამ საქართველო სავარაუდოდ, ამას ვერ იზამს, რადგან ამერიკის პარტნიორია. ვისურვებდი, რომ საქართველოში ნატოს ჯარების არ შემოვიდეს. ასეთ შემთხვევაში პირდაპირ არის საშიშროება, რომ თუკი საომარი მოქმედებები დაიწყება და აქედან მოხდება რაკეტების გასროლა, ავტომატურად საქართველო მოექცევა დარტყმის ქვეშ”, - განაგრძობს გამოცემა.

 

 

"გაზეთის კორესპონდენტის თქმით, ირანიდან საქართველოში იმპორტირებული პროდუქცია საკმაოდ მაღალია. ომის დაწყების შემთხვევაში როგორ აისახება ბაზარზე და გაგრძელდება თუ არა პროდუქტების შემოტანა?ნიკა შენგელიას თქმიოთ, თუკი სანქციები დაწესდება ირანული საქონლის იმპორტის კუთხით, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში საქართველოს მოუწევს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება და ირანიდან გარკვეული სახის პროდუქტების შემოტანაც აიკრძალება. თუ სანქციები არ იქნება, მაშინ დაძაბული ვითარების პერიოდში უნდა ველოდოთ, ირანიდან უფრო გაიაფებული პროდუქციის შემოდინებას. როდესაც ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია, იქ წამოებული პროდუქცია მაქსიმალურად იაფდება. იქაური ბიზნესმენები ეცდებიან თავიანთი საქონლის რეალიზაცია სწრაფად მოახდინონ. ემიგრანტების რაოდენობა, რა თქმა უნდა, გაიზრდება, მაგრამ იმედია, განსაკუთრებული ნაკადი არ მოადგება საქართველოს. სხვათა შორის, შეძლებულ ფენას საქართველოში გადმოსვლა უკვე დაწყებული აქვს და უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შეინიშნება. ასეთი აქტივობა მომავალშიც გაძლიერდება”, - წერს სტატიის ავტორი.

 

წაკითხვა 85 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 08 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.