საიდან გაჩნდა სიტყვა „ალო“?
„გამარჯობა“, „სალამი“ „დილა/დღე/საღამო მშვიდობისა“ - ამ სიტყვებს ტელეფონზე საუბრისას უნივერსალური „ალო“ ცვლის. ნუთუ მართლა ასეთი უნივერსალურია?
მისი წარმოშობის ისტორია ძლიერ აბურდულია. ერთი ვერსიით, ყველაფერი XI საუკუნეში ნორმანდიის ჰერცოგის, გიიომ ბასტარდის ინგლისში შეჭრით დაიწყო. ნორმანი მწყემსები თავიანთ საქონელს «Hallo!» შეძახილით უყრიდნენ თავს. აქედან წარმოდგა halloer, რომელიც „ყვირილის გაგრძელებას“ ნიშნავს.
მეორე ვერსიით, „ალოს“ ისტორია ინგლისური hallow-დან იწყება. ასე ინგლისელი მეზღვაურები შემხვედრ გემს ესალმებოდნენ.
თუმცა არის მესამე ვერსიაც: „ალო“ უნგრული ტერმინ hallom-იდან წარმოიშვა, რომელიც ნიშნავს: „მე თქვენ გისმენთ“. ის ტივადორ პუშკაშმა გამოიყენა - მსოფლიოში პირველი სატელეფონო სადგურის გამომგონებელმა და 1877 წელს ბოსტონში სატელეფონო საინფორმაციო სამსახურ Telefon Hírmondó-ს დამფუძნებელმა.
როგორც ამბობენ, Telefon Hírmondó-ს გადმოცემებში პუშკაში წარმოთქვამდა «Hallom»-ს, რომელიც შემდეგ hallo-დ გარდაიქმნა.
ნელ-ნელა hallo სხვა ენებშიც გავრცელდა, თუმცა კი ფონეტიკური ნორმების გამო მცირედ სახე იცვალა. ფრანგები იძახიან allô, ვინაიდან მათ ენაში ასო h არ იკითხება, უნგრეთში დარჩა hаllo, ხოლო კოლუმბიაში იძახიან aló. ინგლისურში ეს სიტყვა ორნაირად იწერება: hаllo და hullo, მაგრამ ორივე წარმოითქმება როგორც „ალლო“. ქართულში ამ სიტყვას იგივე ფონეტიკური ნორმების გამო მხოლოდ ერთი „ლ“ შემორჩა.
ზოგიერთ ქვეყანაში თავიანთი გზით წავიდნენ. მაგალითად, იაპონელები სატელეფონო თანამოსაუბრეს „მოში-მოშით“ ესალმებიან, რაც ნიშნავს „ვლაპარაკობ-ვლაპარაკობ“. თუმცა თავიდან ამომავალი მზის ქვეყნის მოსახლეობა „ოი-ოი“-ს იძახდა, რაც „დიახ-დიახ“-ს ნიშნავს. ამის საპასუხოდ თანამოსაუბრე პასუხობდა: „მე შეკითხვა მაქვს“, ანდა „მე საქმე მაქვს“, რაც საკმაოდ გრძლად გამოდიოდა. ამიტომ ის ჯერ „მოშიმაშუ-მოშიმაშუმდე“ შეამოკლეს, ხოლო დროთა განმავლობაში „მოში-მოშიმდე“.
ჩინელები იძახიან „ვეი“(wèi), რაც ნიშნავს „გისმენ“.
თითქმის ასე ითარგმნება იტალიური „პრონტო“ (pronto) – „მზად ვარ“, ანუ მზად ვარ მოგისმინო.
ისრაელში „ალოც“ დამკვიდრდა და ადგილობრივი „შალომ“ (shalom).
ასევე, მოხდა თურქეთში, სადაც იძახიან „ალო“ და „ეფენდიმ“ (efendim), რაც ჩვენებურ ბატონოს უთანაბრდება.
ასე რომ, მართალია, „ალო“ უნივერსალურ მიმართვად ვერ იქცა, მაგრამ ის მაინც ნებისმიერი თანამოსაუბრისთვის გასაგებია და საუბრისთვის მზადყოფნას ნიშნავს.
სიახლეები
- "გვარამიას საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, კარგი იქნება, თუ კელი დეგნანი და ევროკავშირის ყოფილი ელჩი ბოდიშს მოიხდიან ქართული სასამართლოს წინაშე" - სოზარ სუბარი
- "დავიწყეთ მოლაპარაკება უცხოურ და ქართულ ავიაკომპანიებთან, რათა EURO 2024-თან დაკავშირებით, ფრენების სიხშირესთან ერთად, გერმანიის მიმართულებით ჩარტერული რეისებიც დაემატოს" - ირაკლი ქარქაშაძე
- სოკო ნიგვზითა და მწვანე ხახვით
- უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთს 26 დრონი გაუნადგურეს
- პაპუაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ არც კი განიხილა გვარამიას საქმე, „მიხვდა, საქმე ჰქონდა დამნაშავესთან"