March 29, 2024

კორონავირუსი მსოფლიოს ეკონომიკასაც უტევს

კორონავირუსი ადამიანების სიცოცხლის გარდა მსოფლიოს ეკონომიკასაც უტევს.

მსოფლიოს საფინანსო ბაზრებზე 6 დღის მანძილზე უკვე სტაბილურად აღინიშნება ინდექსების ვარდნა. ექსპერტები, ტრეიდერები და ინვესტორები კიდევ უფრო სავალალო შედეგებს ელოდებიან.

 

 

კერძოდ, ხუთშაბათს საღამოსთვის, Dow Jones-ის ინდექსი 1200 პუნქტით დაეცა და საერთო ჯამში 4,4% დაკარგა, რაც ყველაზე მკვეთრი ვარდნაა მსოფლიოს ისტორიაში. ინდექსმა S&P 500 ასევე 4,4% დაკარგა, ხოლო Nasdaq-მა - 4,6%.

 

 

კვირის განმავლობაში ამერიკულ და ევროპულ ბირჟებზე დანაკარგები ყველაზე სერიოზულია 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ. ამ დროის განმავლობაში აქციების ფასმა 3,6 ტრილიონი დოლერით შემცირდა.

 

 

ანალოგიური ვითარებაა რუსეთისა და იაპონის ბირჟებზე, დაეცა ნავთობის ფასიც. მომავალ კვირას კიდევ უფრო მძიმე შედეგებია მოსალოდნელი, რადგან ბოლო პერიოდში ეპიდემიის კერები კიდევ რამდენიმე ქვეყანაში გაჩნდა. ადამიანები უკვე არიდებენ თავს მოგზაურობასა და სხვადასხვა ღონისძიებებზე დასწრებას, შეჩერებულია ზოგიერთი საწარმოს მუშაობა და მაღაზიაში საყიდლებზეც უფრო და უფრო ნაკლები ხალხი დადის.

 

 

https://www.newposts.ge/?l=G

წაკითხვა 495 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 28 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.