March 29, 2024

ნავთობის მსოფლიო ბაზარი ყოველდღე ვარდნას განიცდის - საქართველოში საწვავი 30 თეთრით უნდა გაიაფდეს

“ნავთობის ბაზარი ჩამოშლის პირასაა. ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულება გუშინ მთელი დღის განმავლობაში 11.54%-ით დაეცა და 23.85 დოლარი შეადგინა. ეს კი 2003 წლის შემდეგ, ბარელი ნავთობის მინიმალური ღირებულებაა. ასეთი არანორმალური ვარდნა ეკონომიკური საქმიანობის შეჩერებას მოყვა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით მასზე მოთხოვნამ საგრძნობლად იკლო, რამაც ფასის ვარდა გამოიწვია. წლის დასაწყისში, მსოფლიო ბაზარზე ერთი ბარელი ნავთობის ფასი 67 დოლარი იყო, გუშინდელი მონაცემებით კი - თითქმის 24. გლობალური ეკონომიკური ზრდის დამუხრუჭებას თან ემატება საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის მოპოვების დონის შესახებ შეთანხმების მიუღწევლობა. ჩაშლილი გარიგების გამო, საუდის არაბეთი 2020 წლის პირველი აპრილიდან მის ყოველდღიურ მოპოვებას რეკორდულ მაჩვენებლამდე - 13 მილიონ ბარელამდე გაზრდის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ნავთობის მსოფლიო ბაზარი ყოველდღე ვარდნას განიცდის / საქართველოში საწვავი 30 თეთრით უნდა გაიაფდეს.

 

 

“მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის კლება საქართველოზეც აისახა. თუმცა, დიდად - არა. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალიშვილი ამბობს, საქართველოსი ნავთობზე ფასმა 15-20 თეთრით დაიკლო და რომ არა ეროვნული ვალუტის მკვეთრად გაუფასურება, კიდევ უფრო დაბალი ფასი გვექნებოდა. “შეიძლება ითქვას, რომ 2003 წლის იანვრის შემდგომ, მსოფლიოში ასეთი დაბალი ფასი არ ყოფილა. ამ ვითარებას განაპირობებს კორონავირუსის გავრცელება, რის გამოც მნიშვნელოვნად არის შემცირებული ნავთობზე მოთხოვნა. მსოფლიოში ყოველდღიური მოთხოვნა 5 მილიონი ბარელით არის შემცირებული. რეალურად არსებობს იმის ალბათობა, რომ ნავთობზე ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად შემცირდეს. გარდა ამისა, ოპეკის წევრ და არაწევრ ქვეყნებს შორის შეთახმება ვერ შედგა. რუსეთის პოზიცია იყო რადიკალურად განსხვავებული. იგი არ დაეთანხმა ოპეკის შეთავაზებას ყოველდღიური ნავთობის მოპოვების კვოტების შემცირებას”, - ამბობს ვანო მთვარალაშვილი, რომლის განმარტებით, “შესაბამისად, ამ შეუთანხმებლობამ გამოიწვია ის, რომ ფაქტობრივად დაიწყო სანავთობო ომი, ერთი მხრივ საუდის არაბეთსა და მეორე მხრივ რუსეთს შორის”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

 

“ამ პროცესმაც განაპირობა, რაც ბაზარზე ხდება. ნავთობის ფასი არის მნიშვნელოვნად დაცემული. დღეს ყველა თანხმდება იმას, რომ მსოფლიოში ნავთობის ძირითადი საცავები ფაქტობრივად გადავსებულია, მოთხოვნა კი მინიმუმზეა დასული. ამ ვითარებით კი ვინც სარგებლობს, ფაქტია. აშშ-ს პრეზიდენტი ამ პროცესს მიესალმება. ტრამპმა პირდაპირ განაცხადა, რომ ეს ამერიკისთვის და ნავთობის მომხმარებელი ქვეყნებისთვის არის მისაღები ფასი. მეორე მხრივ კი, ის ქვეყნები, რომლებიც ნავთობის ექსპორტზე იყვნენ დამოკიდებულნი, მნიშვნელოვან ზიანს იღებენ, მათ შორის რუსეთი, ყაზახეთი, ირანი, ვენესუელა, ერაყი და აზერბაიჯანი. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან 15-20 თეთრით ფასი შემცირდა და ალბათ, მომავალშიც შემცირდება. ეს დაკავშირებული იქნება იმასთან თუ ლარი დოლართან მიმათებით როგორ იქნება. რომ არა ასეთი გაუსაფურება, თავისთავად დაიწყებოდა ფასის კლება, იმ მასშტაბებით, რასაც საერთაშორისო ტენდენცია განსაზღვრავს. ლარი დოლართან ყოველდღე უფასურდება. ეს კი იმ დოზით და მოცულობით ფასის შემცირების საშუალებას არ იძლევა, თუმცა ჩემი პროგნოზით მაინც დაიკლებს. რა დოზით ეს კომპანიების გადასაწყვეტია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვანო მთვრალაშვილი.

 

 

“ნავთობის ღირებულება კიდევ უფრო დაეცემა, რადგან მსოფლიოში კორონავირუსის შემდგომ გამოწვეული პრობლემები ჯერ არ გადაჭრილა. ანალიტიკოს ბექა კემულარიას აზრით, მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარება საქართველოზეც აისახება და დაახლოებით ერთ თვეში ნევთობის ფასი თითქმის 30 თეთრით დაიკლებს. “მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულება დაახლოებით 25 დოლარამდეა და ვფიქრობ კიდევ უფრო დაეცემა, შესაძლოა, 20 დოლარამდე დავიდეს. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან ერთი ლიტრი ბენზინის ფასი 2 ლარს ჩამოსცდა და 1.95 ლარის ფარგლებშია. ოღონდ არაბრენდირებულ სადგურებზე. ისინი საცალო ბაზრის ნახევარს აკონტროლებენ. ნავთობის ამ ნიშნულის გათვალისწინებით, წესით ფასი კიდევ უფრო უნდა შემცირდეს, დაახლოებით 30 თეთრით. ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს დღეს და ხვალ არ მოხდება”, - მიიჩნევს ბექა კემულარია, რომლის აზრით საწვავი დაახლოებით “სამ კვირაში ან ერთ თვეში თანდათან გაიაფდება”, - დასძენს გამოცემა.

წაკითხვა 585 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 19 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.