გაერო - რომელ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ემუქრებათ სამსახურის დაკარგვა კორონავირუსის პანდემიის ფონზე?
გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსმა არა მხოლოდ ჯანდაცვის კრიზისი, არამედ ეკონომიკური და შრომითი ბაზრის კრიზისიც გამოიწვია.
"ეს უკვე მსოფლიო ჯანდაცვის კრიზისი აღარაა. ეს შრომითი ბაზრის და ეკონომიკური კრიზისიცაა",-აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე ინფორმაციით, პანდემიის ფონზე, შესაძლოა, 24 მილიონი ადამიანი უმუშევარი დარჩეს.
"გლობალური უმუშევრობა, შესაძლოა, სულ მცირე 5.3 მილიონით გაიზარდოს, ხოლო უფრო სხვა სცენარით, 24 მილიონით",-ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებით, მსოფლიოს მასშტაბით სამსახურის დაკარგვა განსაკუთრებით თვითსაქმებულებს, მომსახურების სფეროსა და ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს, ასევე არალეგალ მიგრანტებს ემუქრებათ.
გაერო არსებულ ვითარებას 2008-2009 წლების კრიზისსაც ადარებს.
ცნობისთვის, აღნიშნულ წლებში სამუშაო ადგილი 22-მა მილიონმა ადამიანმა დაკარგა.
სიახლეები
- აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში
- "ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა - ის, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, მიუღებელია პრეზიდენტისთვის'' - სალომე ზურაბიშვილი
- დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება
- დღეს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება - შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე იმოქმედებს
- "საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს " - ჯოზეფ ბორელი