ამ გვერდის ამობედვა

ფერმერები 1 ჰექტარ მიწაზე სახელმწიფოსგან 200 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ

ფერმერები 1 ჰექტარ მიწაზე სახელმწიფოსგან 200 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

„თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, 1 ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით. ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალო და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომლებსაც გააჩნიათ მაგალითად, 10 ჰექტარი მიწა და ამშავებენ, მიიღებენ სახელმწიფოსგან დახმარებას 2000 ლარის ოდენობით. ეს რა თქმა უნდა, პროპორციულად გადანაწილდება იმ ფერმერებზეც, რომლებსაც აქვთ შედარებით ნაკლები მოცულობის ფართობის მიწები,“- აღნიშნა გახარიამ.

 

გარდა ამისა, მთავრობა თითო ფერმერს საწვავის ღირებულებასაც დაუფინანსებს. თითოეულ მათგანს ერთი ჰექტარის დასამუშავებლად 150 ლიტრი საწვავის საბაზრო ღირებულებაზე ერთი ლარით ნაკლებად შეეძლება ყიდვა.

 

ამას გარდა, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ფერმერები გათავისუფლდებიან საირიგაციო საფასურისგან და მათ სარწყავი წყალი 20 წლის განმავლობაში უფასოდ ექნებათ.

წაკითხვა 594 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 12 2020