ფერმერები, რომლებიც 2020 წლის ბოლომდე მიწებს დაირეგისტრირებენ, სახელმწიფო დახმარებებით ისარგებლებენ
ის ფერმერები, რომლებიც 2020 წლის ბოლომდე მიწებს დაირეგისტრირებენ, სახელმწიფო დახმარებებით და შეღავათებით ისარგებლებენ.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანაში სამი წლის განმავლობაში ნებისმიერი სახის მიწა სრულად იქნება რეგისტრირებული და აღრიცხული.
„ძალზედ მნიშვნელოვანი და სისტემური მომენტი, რომელიც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სოფლის მეურნეობის დახმარების ანტიკრიზისულ გეგმასთან ერთად განგვეხილა, ეს გახლავთ მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელსაც ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო. ეს არის უდიდესი მნიშვნელობის ღონისძიება, რომლის წარმატებაშიც დარწმუნებული ვართ. უკვე გამოყოფილი გვაქვს დაფინანსება ამ ღონისძიებისთვის. რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში სამი წლის განმავლობაში სრულად იქნება რეგისტრირებული და აღრიცხული ნებისმიერი სახის მიწა. ყველა ის დახმარება, რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ, პირდაპირ არის დაკავშირებული დარეგისტრირებულ მიწასთან, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ ხელი შეუწყოთ ჩვენ ქვეყანაში ფერმერების განვითარებას, ყველა ის ადამიანი, ვისაც შეიძლება რაიმე მიზეზით მიწა დარეგისტრირებული არ აქვს, წლის ბოლომდე რომელიც მოახერხებს მიწის რეგისტრაციას, ეს შეღავათები და დახმარება მათაც შეეხებათ. ეს ნიშნავს იმას, რომ პროგრამის გარკვეული ნაწილი მომავალი წლის რაღაც პერიოდსაც მოიცავს. მოკლედ რომ ვთქვა, ჩვენ ვეხმარებით ფერმერებს, ვეხმარებით სოფელს. ეს არის ზრუნვა არა მხოლოდ სოფელში მცხოვრებ ადამიანზე, თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე და ეს არის ზრუნვა ქვეყნის აგროსასურსათო უსაფრთხოებაზე. გარდა ამისა, მინდა, თითოეულ ფერმერს მოვუწოდო, ყველა ის მიწა, რომელიც სარგებლობაში გააჩნიათ და შეუძლიათ, რომ იყოს რეგისტრირებული, რაც შეიძლება სწრაფად დაარეგისტრირონ, რომ გახსნენ ბენეფიციარები ყველა იმ პროგრამის, რომელსაც დღეს სახელმწიფო მათ სასარგებლოდ ახორციელებს“, - განაცხადა გახარიამ.
სიახლეები
- სამარხვო ტორტი
- " ჩვენ აღარ გვჭირდება დამხობა, ან რადიკალური გადაწყვეტილებები - ჩვენი გზა ევროპისკენ - არჩევნების თემა ეს იქნება" - სალომე ზურაბიშვილი
- "რუსეთმა დაიწყო ჰიბრიდული სტრატეგია და ცდილობს, შეგვაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და მათ, ცხადია, ეხმარება დღევანდელი ხელისუფლება - ეს არის რუსული კანონი, პუტინის კანონის ზუსტი ასლი" - პრეზიდენტი
- "ვინმე და რამე სამოქალაქო საზოგადოებას თუ აზიანებს, ეს არიან არასამთავრობო სექტორს ამოფარებული პარტიები, პოლიტიკაში ყოფნა უნდათ, მაგრამ გამოჩენა - არა" - არჩილ თალაკვაძე
- 18-მდე გაიზარდა ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი