"პრიორიტეტულია, სწრაფად აღდგეს დაბალბიუჯეტიანი ფრენები" - ნათია თურნავა

იმ ფაქტმა, რომ საქართველოს მთავრობამ პირველმა დაასახელა კონკრეტული ვადები, თუ როდის გაიხსნება საერთაშორისო ვიზიტორებისთვის ქვეყნის ტურისტული ბაზარი, ძალიან დიდი სტიმული მისცა საერთაშორისო ავიაკომპანიებს, აღადგინონ ფრენები ჩვენი მიმართულებით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო ავიაკომპანიების მიერ საქართველოში ფრენების აღდგენის დაანონსების შესახებ კომენტარისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, საავიაციო კომპანიების უმრავლესობა, ვინც საქართველოს ბაზარზე ოპერირებდა, უკვე მზად არის განაახლოს ფრენები.

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ფრენები განახლდეს სამივე საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით - იქნება ეს თბილისის, ქუთაისისა თუ ბათუმის აეროპორტი. ამასთან, პრიორიტეტულია, რომ ძალიან სწრაფად აღდგეს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების - „ვიზეარისა“ და „რაინეარის“ ფრენები. ორივე ამ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებში საკმაოდ პოზიტიურად ვართ დაწინაურებული, გვაქვს წინასწარი თანხმობა და მათ საჯაროდაც განაცხადეს, რომ გარკვეული მიმართულებებით ფრენებს აღადგენენ, რაღაც პერიოდის მანძილზე კი კვლავ ძველ ნიშნულებს დაუბრუნდებიან“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

წაკითხვა 487 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.