მომდევნო თვეებში სასურსათო პროდუქტების გაიაფებაა მოსალოდნელი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მომდევნო თვეების განმავლობაში სასურსათო პროდუქტების გაიაფებაა მოსალოდნელი.
როგორც მინისტრმა განმარტა, საერთაშორისო ტენდენციის და სეზონის გათვალისწინებით სურსათის ფასების შემცირების მოლოდინი აქვს.
„დღეს ვუყურებთ, რომ ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვანი სასურსათო პირველადი მოხმარების პროდუქტზე სამომავლო ფასების ნაწილში კლებაა, კლებაა შაქარზე, ზეთზე , მაკარონზე და ასე შემდეგ. ყველაზე მეტად გაიზარდა წიწიბურის ფასი, რომელიც დეფიციტში იყო, მაგრამ ზეთზე, შაქარზე, მაკარონზე ფასის მინიმალური ცვლილება იყო. პერსპექტივაში ჩვენ ველოდებით ფასების ქვემოთ სვლას შემდეგი თვეების განმავლობაში. ესაა საერთაშორისო ტენდენცია და ამავედროს, ჩვენთან უკვე შემოდის სეზონური ქართული პროდუქტი. ასე , რომ ინფლაციური წნეხი, რა თქმა უნდა, დაიწევს“,-აღნიშნა მინისტრმა.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 აპრილისთვის
- ზოდიაქოს ის ნიშნები, რომელთათვისაც 2024 წლის მეორე ნახევარი ტრანსფორმაციისა და არაერთი სასიამოვნო სიახლის ეტაპი იქნება
- "ახლა გავაკეთებთ ყველაფერს, რათა იმ ნახევარი წლის კომპენსირება მოვახდინოთ, რომელმაც დებატებში და ეჭვებში გაიარა"
- "კანონი არის რუსული, რადგან ამ კანონით საქართველოს არ ექნება შანსი, გახდეს ევროკავშირის წევრი"
- "ქვეყანაში ახალგაზრდებთან ბრძოლა არავის არ მოუგია და შესაბამისად ვერც ივანიშვილი და გომელაური ვერ მოიგებს"