საქსტატი - უმუშევრობის დონე, ქალებთან შედარებით, ტრადიციულად მაღალია კაცებში

უმუშევრობის დონე, ქალებთან შედარებით, ტრადიციულად მაღალია კაცებში, - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2018 წელთან შედარებით 1.1 %-ით შემცირდა და 11.6 % შეადგინა.

 

რაც შეეხება უმუშევრობის დონეს გენდერულ ჭრილში, წინა წელთან შედარებით, 2019 წელს აღნიშნული მაჩვენებელი როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში 1.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული და შესაბამისად 10.1 და 12.8 პროცენტს შეადგენს. ამასთან, აქტიურობის დონე შედარებით მაღალია კაცებში. 2019 წელს ქალებში აქტიურობის დონე 54.5 პროცენტს, ხოლო კაცებში - 72.6 პროცენტს შეადგენდა. 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, აქტიურობის დონე ქალებში შემცირებულია 1.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 1.0 პროცენტული პუნქტით.

 

„2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, ქალებში დასაქმების დონე 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო კაცებში - 0.1 პროცენტული პუნქტით. 2019 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში (30.5 პროცენტი), ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში (2.4 პროცენტი), რომლის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში არააქტიურობის დონის შედარებით მაღალი მაჩვენებელი”,-აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.

წაკითხვა 502 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 18 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.