ამ გვერდის ამობედვა

რამდენი დააკლდება ბიუჯეტს ხელფასების საშემოსავლო გადასახადის გაუქმებით

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების ხარჯი 250-დან 300 მლნ ლარამდე იქნება, ხოლო ტურიზმის ბიზნესის ქონების გადასახადისგან გათავისუფლებით ბიუჯეტს 40 მლნ ლარი დააკლდება.

შეგახსენებთ, კანონპროექტის თანახმად, 2020 წლის 1 მაისიდან 6 თვის განმავლობაში, დამქირავებელს აქვს უფლება შეიმციროს დაქირავებულისთვის 750 ლარამდე გაცემული ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირაავებლისგან კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს. 

 

ცნობისთვის, შეღავათი არ ვრცელდება საბიუჯეტო ორგანიზაციაზე, ეროვნულ ბანკზე, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოზე, სახელმწიფო საწარმოზე.

 

კანონპროექტის თანახმად, 2020 წლის 1 მარტიდან 6 თვის განმავლობაში ქონების, იჯარის/ლიზინფის მომსახურეობა დღგ-თი დაიბეგრება შესაბამისი მომსახურეობის საკომპენსაციო თანხის ნაწილის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო პერიოდში.


ასევე ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, არსებობს კიდევ იცინიატივა, რომ ტურიზმთან დაკავშირებული ბიზნესი გათავისუფლდეს ქონების გადასახადისგან.

წაკითხვა 511 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 19 2020

სიახლეები