March 29, 2024

ვის გადაუვადდა საშემოსავლო და ქონების გადასახადი

მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პირველ ეტაპზე, გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში, ასევე იმ ბიზნესსუბიექტებს, რომელთაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებლობა მიეცათ 4 თვის ვადით, მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე, გადაევადებინათ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში.

დაწესებული შეღავათით სარგებლობისთვის, გადასახადის გადამხდელმა  შემოსავლების სამსახურს უნდა მიმართოს სპეციალური განაცხადის ფორმით, რათა მათ მიმართ არ განხორციელდეს შესაბამისი დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებები. 

 

ამ დროისთვის, სულ შემოსულია 6 444 გადამხდელის განცხადება, საიდანაც დაკმაყოფილდა 5 715 განაცხადი. ამ ეტაპზე, აქტიურად გრძელდება განაცხადთა დამუშავების პროცესი.

 

გადავადებული გადასახადების ოდენობა შეადგენს 145 761 807 ლარს.

 

აღსანიშნავია, რომ ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპზე, ტურიზმის მხარდაჭერისთვის უკვე გათვალისწინებულია შემდეგი სახის საგადასახადო შეღავათები: 2020 წელს ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება განთავსებისა და კვების ობიექტები, ასევე, ტურისტული კომპანიები. 

 

ამასთან, მათთვის დაწესებული საშეღავათო პერიოდი გახანგრძლივდება საშემოსავლო გადასახადის ნაწილშიც და ნაცვლად პირველი ნოემბრისა, საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება მათ მიმდინარე წლის ბოლომდე გადაუვადდებათ.

წაკითხვა 514 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 19 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.