პლაჟზე მოვაჭრეებისთვის სპეციალური რეგულაციები მუშავდება
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ადამიანებსა და საზღვაო ინფრასტრუქტურას შორის მაქსიმალური დისტანცირება მკაცრად გაკონტროლდება.
დეპარტამენტის განმარტებითვე, პლაჟზე სხვადასხვა პროდუქტით ან საზღვაო ინვენტარით მოვაჭრეებისთვის სპეციალური რეგულაციები შუშავდება.
„წელს განსხვავებულად მოგვიწევს დასვენება. ისეთი ტიპის მომსახურება, რაც ხელით შეხებასთან, ნაღდ ანგარიშსწორებასთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებულად გაკონტროლდება. მათთვის იქნება სპეციალური რეგულაციები, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა. საკითხზე ამ ეტაპზეც ვმუშაობთ. ამოვდივართ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებიდან“, - აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.
სიახლეები
- აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში
- "ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა - ის, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, მიუღებელია პრეზიდენტისთვის'' - სალომე ზურაბიშვილი
- დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება
- დღეს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება - შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე იმოქმედებს
- "საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს " - ჯოზეფ ბორელი