რამდენ ადამიანს და რა ტიპის სატრანსპორტო საშუალებით შეეძლება გადაადგილება შიდა ტურებზე

15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის.

ჯანდაცვის სამინისტრომ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სხვადასხვა სექტორისთვის განახლებული რეკომენდაციები გამოაქვეყნა. მათ შორის სწორედ საუბარია, რეკომენდაციებზე ტურ-ოპერატორებისა და გიდებისთვის.

 

დოკუმენტში აღნიშნულია, თუ რა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებით რამდენ ადამიანს შეეძლება გადაადგილება ტურისტული მიზნით. კერძოდ:

 
  • 6 კაციან მინივენში მხოლოდ 4 ადამიანის მოთავსება იქნება შეზღუდული;
  • მიკროავტობუსების შემთხვევაში 12 კაციან მიკროავტობუსში - 7 პირის; 15 კაციანში - 9 ადამიანის მოთავსება იქნება დასაშვები; ხოლო 18 კაციან მიკროავტობუსით - 11 პირის გადაადგილება იქნება ნებადართული;
  • საშუალო ზომის 8-10 მეტრიან ავტობუსებში - 26 კაციანის შემთხვევაში 23 ადამიანი უნდა განთავსდეს; 28 კაციან ავტობუსში - 14; 30 კაციანში - 15 ადამიანის განთავსება იქნება შესაძლებელი; 32 კაციანში - 16; 34 კაციან ავტობუსში - 17 პირის; ხოლო 36 კაციანში - 18 ადამიანის განთავსების უფლება ექნებათ ტურ-ოპერატორებს;
  • დიდი ზომის 11-14 მეტრიან ავტობუსებით გადაადგილებისას, 40 კაციანის შემთხვევაში - 20 ადამიანის გადაადგილება; 42-იანის საშუალებით -21 პირის; 44 კაციანით - 22 ადამიანის; 46 კაციანის შემთხვევაში - 23 პირის; 48 კაციანი ავტობუსით - 24 მოქალაქის გადაყვანა იქნება შესაძლებელი; 50 კაციანი ავტობუსის გადაადგილების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება - 25 ადამიანის; 52 კაციანით - 26 პირის; 54 კაციანი ავტობუსის შემთხვევაში - 27 ადამიანის; ხოლო 58 კაციანი ავტობუსით - 29 პირის გადაყვანა იქნება ნებადართული;
  • რაც შეეხება ორსართულიან ავტობუსებს, 72 კაციანის შემთხვევაში - 36 პირის; ხოლო 78 კაციანი ავტობუსის შემთხვევაში - 39 ადამიანის გადაადგილება იქნება შესაძლებელი.
წაკითხვა 607 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.