სავალუტო ჯიხურები 8 ივნისიდან გაიხსნება
ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის ინფორმაციით, სავალუტო ჯიხურები 8 ივნისიდან გაიხსნება.
ასოციაციის ხელმძღვანელი ვახტანგ გრიგალაშვილი ამბობს, რომ სექტორზე გავრცელდება ის წესები, რომელიც ზოგადად საფინანსო სექტორთან მიმართებაში მოქმედებს. მისივე თქმით, მთავრობა სექტორის დახმარებას არ გეგმავს.
"აკრძალვის პირველივე დღიდან გაგვინულდა შემოსავლები, ხოლო ხარჯები შემცირდა მხოლოდ 50%-ით, ანუ ყოველი გაჩერებული დღე სექტორს სერიოზულ ფინანსურ ტვირთად აწვება. მთავრობა ყოველთვის ამბობდა, რომ პრიოროტეტია წვრილი და საშულო ბიზნესი, თუმცა რეალობამ სულ სხვა რამ დაგვანახა. აღმოჩნდა, რომ დაბალბიუჯეტური კომპანიები გაგვაჩერეს, მაღალბიუჯეტურებს კი მუშაობის ნება დართეს და ეს მაშინ, როცა ჩვენ ყველაზე დაბალი რისკის ვართ, რადგან არ გვაქვს მომხმარებელთან უშუალო კონტაქტი. ჩვენ გაგვაჩერეს და მაღალ ბიუჯეტურმა ფინანსურმა ორგანიზაციებმა, მისოებმა და ბანკებმა გადაინაწილეს ბაზარი. ეს უსამართლობაა. არგურმენტირებული პასუხი იმაზე, თუ რატომ არ იხსნებოდა აქამდე სექტორი, არავის არ აქვს. რაც შეეხება, დახმარებას, ამაზე არავინ არაფერს გვეუბნება," - ამბობს გრიგალაშვილი.
მისივე თქმით, საქართველოში 800-მდე სავალუტო ჯიხური მოქმედებს და ყოველდღიურად მილიონამდე მომხარებელს ემსახურება. სექტორი 4000 მდე ადამიანს ასაქმებს.
სავალუტო ჯიხურების მომსახურება 31 მარტიდან შეწყდა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.
სიახლეები
- აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში
- "ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა - ის, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, მიუღებელია პრეზიდენტისთვის'' - სალომე ზურაბიშვილი
- დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება
- დღეს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება - შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე იმოქმედებს
- "საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს " - ჯოზეფ ბორელი