ამ გვერდის ამობედვა

საქართველოში ყველაზე მეტად ხილი გაძვირდა

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხილი 47%-ით, რძის ნაწარმი 25%-ით, ხორცპროდუქტები 13.5%-ით, პურპროდუქტები კი 9.2 პროცენტით გაძვირდა. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის დონემ 6.5 პროცენტი შეადგინა.

 

საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.58 პროცენტული პუნქტით აისახა. 

 

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (47.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (24.6 პროცენტი), თევზეული (17.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (14.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (13.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (13.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (13.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (9.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (9.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.7 პროცენტი).

 

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 4.6 პროცენტით. ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-6.9 პროცენტი).

წაკითხვა 517 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 03 2020

სიახლეები