"როდესაც ქვეყანას უჭირს, პირველ რიგში ჩვენ შემოვიჭირეთ ქამრები"-ნათია თურნავა

როდესაც ქვეყანას უჭირს, პირველ რიგში ჩვენ შემოვიჭირეთ ქამრები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კორონავირუსის ფარგლებში შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თურნავას თქმით, ფინანსური რესურსის მობილიზებისათვის, საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურების მუხლში 60 მილიონიანი ეკონომია გაკეთდა.

 

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში სწრაფად დამტკიცდება ანტიკრიზისული ბიუჯეტი. ეს არის ის ბიუჯეტი, რომელიც სრულად ასახავს ყველა იმ ღონისძიებას, რაც ჩვენი ანტიკრიზისული სტრატეგიის ფარგლებში იყო აქამდე გაჟღერებული. ძირითადი აქცენტი კეთდება მოსახლეობის დახმარებაზე, დაზარალებული ბიზნესების დახმარებაზე, ჯანდაცვის სფეროს გაძლიერებაზე. თქვენ ხედავთ რა მასშტაბის რესურსის მობილიზება შევძელით ჩვენ ბიუჯეტში იმისთვის, რომ ეს ანტიკრიზისული ღონისძიებები იყოს სრულად დაფინანსებული. საუბარია 5 მილიარდ 600 მილიონ ლარზე მეტ რესურსზე. ასევე კითხვები იყო ეკონომიის გაკეთებასთან დაკავშირებით. ეკონომია გაკეთდა უდიდესი, 600 მილიონი ლარის და მეტის. მათ შორის, თუნდაც შრომის ანაზღაურების მუხლში. 60 მილიონი საჯარო სექტორმა დაიკლო, რაც აბსოლუტურად ადეკვატურია იმიტომ, რომ როდესაც ასეთი პრობლემის წინაშე დავდექით და ქვეყანას უჭირს, პირველ რიგში ჩვენ შემოვიჭირეთ ქამრები, მაგრამ ეს რესურსი ვერ იქნებოდა საკმარისი იმისთვის, რომ ასეთი გლობალური გამოწვევის წინაშე ყველაფერი სწორად და ოპერატიულად დაგვეფინანსებინა და აქედან გამომდინარე, ძალიან სწრაფად იქნა გარე დაფინანსებაც მობილიზებული და ესეც არის ასახული ბიუჯეტში“, - განაცხადა თურნავამ.

წაკითხვა 599 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.