გაერო-ს გენერალური მდივანი სურსათის გლობალურ კატასტროფას პროგნოზირებს

კორონავირუსის პანდემიის გამო დედამიწაზე შესაძლოა საკვები პროდუქტის დეფიციტი დაიწყოს.

ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, დღეს გავრცელებულ ანალიტიკურ ჩანაწერში აღნიშნა.

 

”პანდემიის დაწყებამდეც კი შიმშილსა და საკვების ნაკლებობას ასობით მილიონი ადამიანი განიცდიდა. არსებული კვების სისტემების ფუნქციონირებაზე შეიძლება, კორონავირუსის გამო მიღებულმა შეზღუდვებმაც უარყოფითი გავლენა მოახდინოს, რაც სერიოზულ შედეგამდე მიგვიყვანს. თუ გადაუდებელ ზომებს არ მივიღბთ, არსებული ვითარება, შესაძლოა გლობალური კვების კატასტროფად გადაიქცეს",-წერს გაეროს გენერალური მდივანი.

 

გუტიერეში თვლის, რომ ქვეყნების მთავრობებმა საჭმლის მწარმოებელ სექტორებში დასაქმებულ ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ, მათ დასაცავად ყველა ღონე იხმარონ და დარწმუნდნენ, რომ ჰუმანიტარული მარაგი სავსეა. 

 

”ქვეყნებმა უსაფრთხო საკვებზე გარანტირებული წვდომა უნდა უზრუნველყონ. განსაკუთრებით საყურადღებოა მცირეწლოვანი ბავშვების, ორსულების, მეძუძური ქალების, მოხუცებსა და სხვა რისკ-ჯგუფების სეგმენტი”, - აღნიშნავს გუტიერეში.

წაკითხვა 452 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 09 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.