"50 000 ტურისტი რომ შემოვიდეს წლის ბოლომდე, ეს ზღვაში წვეთია ეკონომიკისთვის"
50 000 ტურისტი რომ შემოვიდეს წლის ბოლომდე, ეს პრაქტიკულად არის ზღვაში წვეთი ჩვენი ეკონომიკისთვის, მათი 1 პროცენტი რომ მაინც დაინფიცირდეს, ამან საკმაოდ სერიოზული გავრცელება შეიძლება გამოიწვიოს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში რისკი და სიკეთე ვერ ბალანსდება.
„ჩვენ დაახლოებით 10 მილიონ ტურისტს ველოდებოდით წელს, 50 000 ტურისტი რომ შემოვიდეს წლის ბოლომდე, ეს პრაქტიკულად არის ზღვაში წვეთი ჩვენი ეკონომიკისთვის, მათი 1 პროცენტი რომ მაინც დაინფიცირდეს, ამან საკმაოდ სერიოზული გავრცელება შეიძლება გამოიწვიოს. მერე რომც შეზღუდვები არ დავაწესოთ, გავრცელების პირობებში ადამიანები თვითშეზღუდვით არიან დაკავებულები, ეკონომიკური აქტივობა ვარდება, ამიტომ რამდენადაც პარადოქსული არ უნდა მოგეჩვენოთ, ამ შემთხვევაში რისკი და სიკეთე ვერ ბალანსდება.
ნიშნავს ეს იმას თუ არა, რომ ჩვენ საზღვარს არ გავხსნით არავისთან? არ ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ სიფრთხილით მოვეკიდებით და შევეცდებით, ის ქვეყნები შეირჩეს სწორად, ან ის წესი მიმოსვლის ისეთნაირად დადგინდეს, რომ პირველ რიგში ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური აფეთქება და მეორე რიგში ხელი შევუწყოთ მიმოსვლას. ეს არის ძირითადი პრინციპი, რომელიც ამ პერიოდისთვის ადეკვატური პრინციპია, დარწმუნებული ვარ, შემდგომი ორი თვისთვის ეს ადეკვატური მიდგომაა”, - განაცხადა მაჭავარიანმა.
სიახლეები
- "რუსეთი მზად არის, განიხილოს უკრაინაში ვითარების დარეგულირებასთან დაკავშირებით სერიოზული წინადადებები" - მარია ზახაროვა
- "აქცენტი მთლიანად გადავიდა აქციებზე, ყველას დაავიწყდა ძირითადი თემა, რომელიც ეხება „გამჭვირვალობის კანონის“ ავკარგიანობას, ვაქვეყნებთ ტექსტს, ყველას მოვუწოდებთ წაკითხვისკენ"
- სალომე ზურაბიშვილმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო
- "მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო რწმენით და მიეღო საუკუნო სიცოცხლე"
- "დღეს რასაც ქუჩაში ვხედავთ, თვითნაბად, თვითორგანიზებულ პროტესტს, ძალიან ჰგავს მაიდანს"