ამ გვერდის ამობედვა

"ნამახვანი ჰესი იმპორტულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულებას შეამცირებს და ქვეყნის ენერგოსისტემის მდგრადობას შეუწყობს ხელს"

„ნამახვანჰესის მშენებლობა, პრაქტიკულად, დაწყების ფაზაზეა. უახლოეს პერიოდში ვაპირებ, ვესტუმრო და დავათვალიერო სამშენებლო სამუშაოები. ეს არის უდიდესი, ისტორიული პროექტი ენერგეტიკოსებისთვის, ენერგოსექტორისთვის და შესაბამისად, მთლიანად საქართველოსთვის - 800 მლნ დოლარზე მეტი უცხოური პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდება. ასევე, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეს არის შენატანი ჩვენს ადგილობრივ ენერგოგენერაციაში, რომელიც შეამცირებს ჩვენს იმპორტზე დამოკიდებულებას და გარდა ამისა, ხელს შეუწყობს ჩვენი ენერგოსისტემის მდგრადობას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

 


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება მცირე ჰესებზეც. კერძოდ, მან ისაუბრა მსხვილი ამერიკული საინვესტიციო ფონდის „ცერბერუს ჯგუფის" ინვესტიციაზე, რომელიც საქართველოს მცირე ენერგეტიკაში ხორციელდება. ნათია თურნავას განცხადებით, ფონდი გეგმაზომიერად ზრდის თავის პორტფელს საქართველოში მცირე ელექტროსადგურებში - ჰესების დადგმულმა სიმძლავრემ 50 მეგავატს უკვე გადააჭარბა, ახლა იგეგმება დამატებით 2 სადგურის მშენებლობა.

 

„ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, რადგანც ჩვენ ვითხოვთ ინვესტორისგან, რომ უფრო მეტი ჰქონდეს დიალოგი მოსახლეობასთან, ამ დიალოგის ნაკლებობის გამო შეფერხდა ბევრი პროექტი, მაგრამ გვაქვს წარმატებული მაგალითებიც," - განაცხადა ნათია თურნა

წაკითხვა 519 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 02 2020