მსოფლიო ბანკის დახმარებით, საქართველომ ჯამში COVID-19-ის 400 ათასამდე ტესტი და ხელოვნური სუნთქვის 50 აპარატი შეიძინა

მსოფლიო ბანკის ინფორმაცით, მათი დახმარებით საქართველომ ჯამში COVID-19-ის 400 ათასამდე ტესტი და ხელოვნური სუნთქვის 50 აპარატი შეიძინა.

„მსოფლიო ბანკის COVID-19 -ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების პროექტის ფარგლებში გამოყოფილი 80 მლნ. აშშ დოლარის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ შეიძინა 250 000 PCR ტესტი და ასევე, ანტისხეულზე და ანტიგენზე დამყარებული 147 000 სწრაფი ტესტი. შეძენილი ტესტების რაოდენობა ივლისის შუა რიცხვებიდან საქართველოში COVID-19-ის გამოსავლენად, ტესტების ჩატარების გასსამმაგების საშალებას იძლევა. ამასთან ერთად, მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და მედიატორობით ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებებისთვის შეძენილ იქნა ხელოვნური სუნთქვის 30 აპარატი, ისევე როგორც გადაუდებელი დახმარების ხელოვნური სუნთქვის 20 მობილური აპარატი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებისთვის. გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს გადაეცემა In Vitro სამედიცინო სადიაგნოსტიკო აღჭურვილობა.

 

მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელმაც საქართველოს COVID-19-თან გამკლავებისთვის მხარდაჭერა აღმოუჩინა და ის ლიდერ პარტნიორად მიიჩნევა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით. მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის COVID-19 -ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების 80 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის პროექტი 2020 წლის 1-ლ მაისს დაამტკიცა, პროექტი პანდემიაზე მსოფლიო ბანკის სწრაფი რეაგირების პაკეტის ნაწილია (FTCF), რომელიც მთავრობას დახმარებას უწევს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით საპასუხო ღონისძიებების განხორციელებაში, ასევე, ღარიბი და მოწყვლადი მოსახლეობისა და იმ პირთა დასახმარებლად, რომლებმაც სამუშაო პანდემიის გამო დაკარგეს“, - აღნიშნავენ მსოფლიო ბანკში.

 

ამ გამოწვევებით აღსავსე პერიოდში მსოფლიო ბანკი საქართველოს გვერდით დგას როგორც ძლიერი პარტნიორი და სწრაფი დახმარების მექანიზმის საშუალებით ქვეყანას ეხმარება ადამიანებთა სიცოცხლის გადარჩენასა და საარსებო სახსრების დაცვაში. COVID-19 -ზე რეაგირების ღონისძიებებისთვის საქართველოსთვის მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსების პაკეტი 200 მლნ. აშშ დოლარს გადააჭარბებს, რითაც მთავრობას დაეხმარება ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით პანდემიის შედეგებზე რეაგირებაში; ასევე, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების დაცვასა და კრიზისით გამოწვეული ზემოქმედების ქვეშ მყოფი საწარმოების დახმარებაში, ისევე, როგორც, რეფორმების განსახორციელებლად საქართველოს პროგრესის შენარჩუნებაში“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა.

 

მათი ცნობით, ფინანსური მხარდაჭერის გარდა, მსოფლიო ბანკი აქტიურად განაგრძობს საქართველოს მთავრობისთვის დროული საკონსულტაციო დახმარების გაწევას ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და ეკონომიკური მიმართულებით საუკეთესო გლობალური პრაქტიკის გაზიარების საშუალებით, ისევე როგორც, არსებული კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში. მსოფლიო ბანკი ასევე ასრულებს შესყიდვის აგენტის როლს (კლიენტი ქვეყნების სახელით), რაც გულისხმობს გლობალურ მომწოდებლებთან პირდაპირი ოპერაციების წარმოებას სამედიცინო ტექნიკისა და მარაგების შესაძენად.

წაკითხვა 470 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.