March 29, 2024

აჭარის ტურისტული დარგი სახელმწიფოსაგან დახმარებას ითხოვს

რუსეთის ტელეკომპანია „მირ-24“-ის («Мир-24») მიერ ეთერში გადაიცა ვიდეოსიუჟეტი საქართველოში კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი სიტუაციის შესახებ, კერძოდ, აჭარაში ტურიზმის დარგის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„ზარალიანი სეზონი: აჭარის ტურისტული დარგი სახელმწიფოსაგან დახმარებას ითხოვს“, - ასეთი სათაური აქვს ტელეარხის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალას, რომლის ავტორია ტელეკორესპონდენტი მიხეილ რობაქიძე.


პუბლიკაციაში გადმოცემულია აჭარის საკურორტო ქალაქ ქობულეთში გამართული აქციის მიზეზები: ადგილობრივმა მოსახლეობამ ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა - სასტუმროების, მფლობელები სახელმწიფოსაგან დახმარებას ითხოვენ, რადგან მიმდინარე წელს კორონავირუსის გამო ტურისტული სეზონი ჩავარდა, შემოსავლები ფაქტიურად არ არის, შესაბამისად, საბანკო სესხების გადასახდელი თანხაც.


უცხოელი ტურისტები საქართველოში აღარ შემოდიან. აჭარაში ადგილობრივი - „შიდა ტურისტები“ ივლის-აგვისტოში კი ჩავიდნენ, მაგრამ რადგანაც მალე ეპიდემიის აფეთქება დაიწყო, დამსვენებლები იქაურობას სასწრაფოდ გაეცალნენ. ამის შედეგად ტურიზმს ათობით მილიონი დოლარი შემოსავალი დააკლდა - სასტუმროების გარდა, დაზარალდნენ კაფე-რესტორნები, დისკოთეკები, აგრეთვე გიდების (ექსკურსიამძღოლების) მთელი არმია.


ვიდეოსიუჟეტში აჭარაში ტურიზმის დარგის მდგომარეობაზე საუბრობენ ადგილობრივი მცხოვებლები - საოჯახო სასტუმროების მფლობელები ნონა მჟავანაძე, ნინო ანანიძე, აგრეთევ პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე, რომელიც ამბობს, რომ მთავრობა მცირე და საშუალო ბიზნესს უნდა დაეხმაროს და ბანკების წინაშე მათი დავალიანებას გადახედოს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკვე განაცხადა, რომ საკითხი განხილვის პროცესშია და ისე უნდა გადაწყდეს, რომ საბანკო სისტემა არ დაზარალდეს.


წყარო: https://mir24.tv/news/16426190/sezon-ubytkov-turisticheskaya-otrasl-adzharii-prosit-pomoshchi-u-gosudarstva

მოამზადა სიმონ კილაძემ

წაკითხვა 459 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 16 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.