"ეროვნული ბანკი საკმარის რესურსს ფლობს, რომ ლარი დავასტაბილუროთ" -ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეროვნული ბანკი საკმარის რესურსს ფლობს, რომ უახლოეს პერიოდში ლარი დაასტაბილუროს.

 

მინისტრის თქმით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკი ამ მიმართულებით ეფექტურ ნაბიჯებს დგამს.

 

„მინდა დარწმუნებით ვთქვა, იმ გაჯანსაღების ნიშნების ფონზე, რაც მომავალში გაძლიერდება, გახსნილი ეკონომიკის, ფრენების გახსნის და იმ ეფექტური ნაბიჯების ფონზე, რასაც ჩვენ ვდგამთ ვირუსის შემდეგი მართვის მიმართულებით, ასევე იმ ფონზე, როდესაც განვაცხადეთ, რომ ბიზნესს სერიოზული შეზღუდვები არ ექნება, ეს, რა თქმა უნდა, სკეპტიკურ მოლოდინებს მოხსნის და ლარის კურსს დასტაბილურების საშუალებას მისცემს. მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკიც, ამ მიმართულებით საკმაოდ ეფექტური ნაბიჯების გადადგმის პროცესში ვართ. ეროვნული ბანკი საკმარის რესურსს ფლობს, რომ უახლოეს პერიოდში ლარი დავასტაბილუროთ და ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად მოიხსნება დღის წესრიგიდან“,-განაცხადა თურნავამ.

 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას ინტერპელაციის წესით უსმენენ. მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით "ევროპულმა საქართველომ" დაიბარა.

წაკითხვა 453 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 18 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.