ამ გვერდის ამობედვა

რომელ ქართულ პროდუქტებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა ევროპაში

ორგანიზაცია PMCG-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ევროკავშირში იმპორტის მხრივ ყავა ლიდერობს.

მისი იმპორტის მაჩვენებელმა 2013-2017 წლებში თითქმის 50 მილიარდი დოლარი შეადგინა.

 

ყავისგან განსხვავებით, რომელიც საქართველოში არ იწარმოება, ქართველი ფერმერებისთვის შეიძლება საინტერესო იყოს სოიო, რომლის იმპორტმაც ევროკავშირის ქვეყნებში ბოლო 5 წლის განმავლობაში თითქმის 32 მილიარდი დოლარი შეადგინა.

 

ყავა, სოიოს ზეთი, პალმის ზეთი, ხილი - ეს ევროპის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი სოფლის მეურნეობის პროდუქტებია. გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ სტაფილოსა და ბროკოლის საექსპორტო პოტენციალი ევროკავშირში დაბალია, თუმცა მწარმოებლურობისა და ხარისხის ზრდის კვალდაკვალ ამ პროდუქტებს ქართულ ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლება შეუძლია.

წაკითხვა 465 ჯერ