რის ფასად გვიჯდება კორონავირუსთან ბრძოლა

ჯერ 2020 წელი არ დასრულებულა, მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ მიდინარე წელი საქართველოს ეკონომიკისთვის საკმაოდ მძიმეა.

 

ამის ნათელი დადასტურებაა ოფიციალური სტატისტიკაც. კერძოდ, 2020 წლის 8 თვეში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 5.6%-ით შემცირდა. ამასთან, იანვარ აგვისტოში 14.7%-ით შემცირდა საქონლის ექსპორტი. საერთაშორისო ტურიზმიდან მისაღები შემოსავლები, ფაქტობრივად, განულებულია, ამ ყველაფრის ფონზე გაუფასურებულია ეროვნული ვალუტაც, თანაც მნიშვნელოვნად.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ლარის ასეთი გაუფასურება მოსახლეობის კეთილდღეობაზე უარყოფითად აისახება, უფრო კონკრეტულად, თუ ჩვენ სამომხმარებლო კალათას შევხედავთ, ჩვენი ძირითადი მოხმარების საქონლისა და მომსახურების 70%-ზე მეტი იმპორტირებულია. შესაბამისად, ლარის გაუფასურება იმპორტირებულ საქონელს აძვირებს. გარდა ამისა, ლარის გაუფასურების პირობებში სესხები გაუძვირდათ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც კრედიტი წლების წინ დოლარში ჰქონდათ აღებული. ეკონომიკური კრიზისის გამომწვევ მთავარ მიზეზად კი კორონავირუსს ასახელებენ.

 

როგორ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, დღევანდელ სიტუაციაში პროგნოზის გაკეთება რთულია.

 

„ამ სიტუაციაში პროგნოზების გაკეთება არ არის მარტივი, თუმცა ერთი რამ ფაქტია, რომ საქართველოს ეკონომიკა ამ ინფექციის გამო მძიმე მდგომარეობაშია. ამ მძიმე მდგომარეობის მარტივი ასახსნელი ფაქტი ისაა, რომ ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლების წყარო როგორც უცხოურ ვალუტაში, ისე შემოსავლებში, იყო ტურიზმი. როგორც ახლა ვხედავთ, ტურიზმის სექტორი, ფაქტობრივად, გაჩერებულია. რა თქმა უნდა, ტურიზმიდან დაკარგული შემოსავლები საქარათველოსთვის არის ძალიან მძიმე გადასატანი.

 

ამ ეტაპზე კარგად გააზრებული სტრატეგია მთავრობის მხრიდან არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ მზად მომავალში ვითარების შესაძლო გართულების წინააღმდეგ“, - განაცხადა ქობულიამ.

 

უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობის პოლიტიკა პანდემიის პირობებში რამდენიმე კითხვის ნიშანს ტოვებს. ჯერ კიდევ 2020 წლის გაზაფხულზე, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის საშუალოდ 15 შემთხვევა ფიქსირდებოდა, ხელისუფლებამ აკრძალა ონლაინ ვაჭრობა, ასევე მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაც, ხოლო ახლა როცა ყოველდღიურ რეჟიმში კორონავირუსის ინფიცირებულთა რაოდენობა 500-ს გადასცდა, რეგულაციები არ დაწესებულა და მოსახლეობა ეკონომიკურ საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. შექმნილი გარემოება ბადებს კითხვას, იყო თუ არა სწორი გაზაფხულზე ეკონომიკის ჩაკეტვა

 

ზურა ჯაფარიძე - „გირჩის“ ლიდერი: “სინამდვილეში რეგულაციებს არანაირი შინაარსი არ ჰქონდა კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით. ახლა უკვე ნათელია, რომ ყოველდღიურად გვაქვს ასეულობით შემთხვევა და არანაირ შეზღუდვებზე ლაპარაკი არ არის. სინამდვილეში, ჩვენი ეკონომიკა პანდემიურ კრიზისამდეც იყო ძალიან რთულ მდგომარეობაში, პანდემიამ კიდევ უფრო გააუარესა ეს მოცემულობა, რადგან სხვადასხვა სავაჭრო პარტნიორმა ქვეყნებმა თავისი შეზღუდვები დააწესეს და ცხადია ამას ჩვენ ეკონომიკაზე გავლენა ჰქონდა. შემდეგ ამას დაემატა ჩვენი ხელისუფლების სრულიად უაზრო და მოვნებლური რეგულაციები, რამაც სამუშაო ადგილები გააქრო ბაზრიდან“, - ამბობს ზურა ჯაფარიძე.

 

https://www.bpn.ge/

წაკითხვა 471 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 10 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.