"საქართველოს ეკონომიკა თანდათან პოზიტიურ განვითარებას უბრუნდება"- ნათია თურნავა
საქართველოს ეკონომიკა თანდათან უბრუნდება პოზიტიურ განვითარებას. გამოქვეყნდა სექტემბრის თვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა და ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი ექსპორტი სექტემბერში 8.6 პროცენტით გაიზარდა.
პარალელურად, იმპორტი შემცირდა და ეს ნიშნავს საგარეო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „საქსტატის“ მიერ 2020 წლის სექტემბრის საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემების კომენტირებისას განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, ექსპორტის ზრდაში განსაკუთრებული წვლილი სასოფლო-სამეურნეო და საფეიქრო ნაწარმს მიუძღვის.
„საქსტატის“ თანახმად, სექტემბერში ექსპორტი გაიზარდა და მისმა მოცულობამ 332 მლნ ლარი შეადგინა. ამავე დროს, გაუმჯობესდა სავაჭრო დეფიციტი 98,5 მლნ აშშ დოლარით. რაც შეეხება 2020 წლის იანვარი - სექტემბერის პერიოდს, სავაჭრო დეფიციტი 752.6 მლნ. აშშ. დოლარით შემცირდა და 3,314.1 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. იანვარ-სექტემბერში სავაჭრო დეფიციტმა საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 1.8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს 3,798.4 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით 12.4 პროცენტით გაიზარდა",-აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 აპრილისთვის
- ზოდიაქოს ის ნიშნები, რომელთათვისაც 2024 წლის მეორე ნახევარი ტრანსფორმაციისა და არაერთი სასიამოვნო სიახლის ეტაპი იქნება
- "ახლა გავაკეთებთ ყველაფერს, რათა იმ ნახევარი წლის კომპენსირება მოვახდინოთ, რომელმაც დებატებში და ეჭვებში გაიარა"
- "კანონი არის რუსული, რადგან ამ კანონით საქართველოს არ ექნება შანსი, გახდეს ევროკავშირის წევრი"
- "ქვეყანაში ახალგაზრდებთან ბრძოლა არავის არ მოუგია და შესაბამისად ვერც ივანიშვილი და გომელაური ვერ მოიგებს"