საქსტატი - საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15%-ით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 159.5 მლნ.
აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.0 პროცენტით ნაკლებია.
საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 2 715.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (11.1 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 6 444.2 მლნ. აშშ დოლარი (16.6 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში 3 728.9 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტი შეადგინა.
სიახლეები
- „ქართული ოცნების“ ორგანიზებული „საყოველთაო სახალხო შეკრება“ დასრულდა
- "არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან ორი ათწლეულის მანძილზე ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა"
- "გლობალური ომის პარტიის აგრესიის მიზეზია, რომ ძალისხმევის მიუხედავად, საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია" - ბიზინა ივანიშვილი
- "საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ" - ბიძინა ივანიშვილი
- "პირველად გვაქვს ხანგრძლივი და უწყვეტი მშვიდობა ქვეყანაში, რომელიც პირველ რიგში, ჩვენი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა"