ამ გვერდის ამობედვა

"საუბარი არ არის სრულ ლოკდაუნზე, მაგრამ კომპლექსური მიდგომაა აუცილებელი"

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, რაც უნდა გაუმჯობესებული იყოს რესურსი, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები მზარდია, ვირუსის გავრცელების სამართავად კომპლექსური მიდგომებია აუცილებელი.

როგორც მაჭავარიანმა განმარტა, კომპლექსურ მიდგომაში მოიაზრება ერთი მხრივ, ღონისძიებები, რომლებიც ვირუსის გავრცელებას შეამცირებს, რაშიც მაჭავარიანის თქმით, იგულისხმება ე.წ. წერტილოვანი და სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები, მეორე მხრივ, სამედიცინო რესურსის ოპტიმალურად გადაწყობა.

 

„რასაკვირველია, შეიძლება ნებისმიერ სფეროში ნახოთ გაუმჯობესების რესურსი და ამ მხრივ ალბათ, არც ჯანდაცვის სფერო იქნება გამონაკლისი, თუმცა ჩვენ რა რაოდენობა ინფიცირებულებზეც ვსაუბრობთ დღეს და შესაბამისად, ასევე ვსაუბრობთ მაღალი ლეტალიზაციის მაჩვენებელზე, ამას პრაქტიკულად, ვერც ერთი ჯანდაცვა ვერ გაუძლებს მსოფლიოში, რაც არ უნდა გამართული იყოს. შესაბამისად, აუცილებელი არის კომპლექსური მიდგომა, რას ვგულისხმობ – ერთის მხრივ, ღონისძიებები, რომლებიც შეამცირებს გავრცელებას და რაღაც დონეზე კონტროლირებადს გახდის, ე.წ წერტილოვანი და სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები, აქ არ არის სრულ ლოკდაუნზე საუბარი, არამედ იმაზე, რაც ამ რაოდენობას მართვად დონეზე დაიყვანს, მეორე ნაწილი არის უფრო ოპტიმალურად გადაწყობა და გადანაწილება საექიმო იქნება თუ სხვა ტიპის სამედიცინო რესურსის. ამ შემთხვევაში როგორც ტექნიკურს, ისევე სამედიცინოს ვგულისხმობ და ასევე ოპტიმალურად მართვა იმ პაციენტების, რომლებიც უნდა მოხვდნენ ან ინტენსიურ პალატაში, ან რეანიმაციაში, იქაც სწორი გადანაწილების შემთხვევაში, ალბათ, ოპტიმიზაცია შესაძლებელია.

 

გაზრდილი ინფიცირების პირობებში მაინც, რატომ მნიშვნელოვნად უკეთ ვერ ვახერხებთ მომსახურებას- ასეთი ფუნდამენტური პრობლემა არ არის, რადგან ციფრები ინფიცირების არის ძალიან მაღალი, არ არსებობს სისტემურად ეს მოაგვარო, თუ ერთი მხრივ, ვირუსის გავრცელება არ შეაკავე და მეორე მხრივ, არსებული რესურსი მაქსიმალურად ოპტიმალურად გადაანაწილე. აი, ეს შეხვედრები ზუსტად ამ ოპტიმალურ გადანაწილებასა და ოპტიმალურ მართვას ეხება. შესაბამისად, მგონია, ამ ნაწილში, საკმაოდ ეფექტურ მართვასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

წაკითხვა 418 ჯერ