საქართველო 2021 წლის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელდა

„გარდიანი“ 2021 წელს მოგზაურობისთვის იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც გამოცემის მკითხველებმა რეკომენდაციების სახით გააზიარეს.

ამ ჩამონათვალში საქართველოც, კერძოდ კი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი მოხვდა, რომლის შესახებაც ჟურნალისტი ფრანკა ჰუმმელსი წერს:

 

„მთებით დატვირთული საქართველო – კვლავ მინდა, განცვიფრდე ყაზბეგის რეგიონით საქართველოში. მინდა, დავიღალო შესანიშნავი ლაშქრობებით – სადაც სულიერსაც ვერ შევხვდები. მომდევნო დღეს კი, ვერანდაზე წიგნით ხელში გავატარებ, რომელიც ჩემს ყურადღებას ნაკლებად მიიპყრობს, რადგან წინ მთების ხედი სუნთქვას შემიკრავს. ამ ვერანდას, მხოლოდ იმის გამო დავტოვებ, რომ შესანიშნავი ქართული ვეგეტარიანული საკვები დავაგემოვნო, იმავე ხედით. ვერანდა, რომელიც დავტოვე და სადაც დაბრუნება მსურს, სასტუმრო „რუმსშია“, სადაც ორადგილიანი ნომერი 100 აშშ დოლარი ღირს, ქართული სტანდარტებით, თუმცა ამად ღირს, რადგან ის მთის კალთებს გაჰყურებს“, – ვკითხულობთ ჰუმმელსის შეფასებაში.

 

სხვადასხვა ლოკაციებს შორის ასევე დასახელდა ყირგიზეთის დედაქალაქი ბიშკეკი, შოტლანდიის დასავლეთ სანაპირო, კერძოდ კი გაირლოხისა და ულაფულის ტერიტორია. ასევე გლაზგო, ბრიტანეთის კუნძული ლანდი ბრისტოლის ყურეში, ასევე ბრიტანეთის ქალაქი იორკი და საპორტო ქალაქი უითბი, ჩრდილოეთ იორკშირში. ქოთსვოლდს ვეი და ფარერის კუნძულები, აგრეთვე უკრაინა მოსავლის აღების ფესტივალის პერიოდში და მავრიტანია.

წაკითხვა 706 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.