April 25, 2024

ძალადობრივი აქციის შემდეგ ტურისტულ კომპანიას 14 000-ევროიანი ტური გაუუქმეს

ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი, მინდია ბაჟუნაიშვილი სოციალურ ქსელში ტურისტული ჯავშნებისა და პაკეტების გაუქმების შესახებ წერს.

ბაჟუნაიშვილი მიზეზად თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგე ძალადობრივ აქციებს ასახელებს და აღნიშნავს, რომ ტურისტების თქმით, მათ მიერ ტურის გაუქმების მიზეზი საქართველოში განსხვავებული სტილის გამო მოსალოდნელი პრობლემებია.

 

"10 თვე დამჭირდა, რომ შვედების ჯგუფისგან საბოლოო თანხმობა მიმეღო. ეს არის ჯგუფი, რომელიც 6 წელია მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში და პოპულარიზაციას უწევს სხვადასხვა ადგილებს. შვედური ტურისტული კომპანიაა, რომლებიც საქართველოს შესასწავლად დავპატიჟე და 10-თვიანი ლოდინის შემდეგ თანხმობა მივიღე. მათ ტური იყიდეს ჩემგან. ჰო, იმისთვის, რომ საქართველოში შემდგომში ტურისტები გამოეგზავნათ მათ 14 000-ევროიანი პაკეტი იყიდეს და ამ თანხას ჩვენთან დახარჯავდნენ.

 

4 აგვისტოს ჩამოვიდოდნენ რომ არა გადარეული ორკები რუსთაველზე. გუშინ ღამით მომივიდა შეწყვეტის მეილი. გააუქმეს ჩვენი ტური და თურქეთისკენ აიღეს გეზი. დავკარგეთ პოტენციური კლიენტები, სამომავლოდ არ ვიცი რამდენი ტურისტი.

 

ჰოდა მთავარი მიზეზი იცით რა არის? – "ჩვენ ჯგუფს, შეიძლება, პრობლემა შეექმნას განსხვავებული სტილის გამოო".

 

[...] მარტო მე არ ვარ დაზარალებული, დაზარლდა კიდევ ორი გიდი, ორი მძღოლი, ოთხი სასტუმრო, ექვსი მუზეუმი, რვა რესტორანი და კიდევ ვინ იცის რამდენი მაღაზია, სუვენირების დახლი, ვალუტის ჯიხური თუ სხვა". – წერს ბაჟუნაშვილი.

წაკითხვა 387 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.