"ქუთაისსა და მესტიას შორის რეგულარული ფრენების განახლება ხელს შეუწყობს ორივე რეგიონში ტურისტული ნაკადების ზრდას"
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მესტიაში რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეს ინფორმაცია განსაკუთრებით სასიხარულოა ადგილობრივი კერძო სექტორისთვის.
„პირდაპირი რეისების არსებობა ხელს შეუწყობს ორივე რეგიონში როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ვიზიტორების ნაკადების ზრდას და გაახანგრძლივებს საშუალო ღამისთევების რაოდენობას. ამასთან, სასიხარულოა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება დაემთხვა კერძო სექტორის მოსაზრებას, რადგან ჩვენ არაერთხელ გვქონდა მათგანაც უკუკავშირი რეისების დანიშვნის მნიშვნელობაზე. მიგვაჩნია, რომ რეგულარული ფრენების განახლება ქუთაისსა და მესტიას შორის ხელს შეუწყობს ორივე რეგიონში ტურისტული ნაკადების ზრდას და ტურიზმის სექტორის სწრაფ აღდგენას," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
რეგულარული ფრენები ქუთაისიდან მესტიის მიმართულებით, თავდაპირველად, კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება. შიდა ფრენები პირდაპირი რეისები პანდემიის დაწყების დროს გაუქმდა და ეტაპობრივად აღდგა. მესტია-ქუთაისის მიმართულებით, როგორც ადგილობრივები, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორები სარგებლობდნენ.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი