ქუთაისი გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის რიგით მე-18 კონგრესს უმასპინძლებს

27 იანვარს, ქუთაისის ტურიზმის ცენტრი, გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენლებს უმასპინძლებს.

180 გიდი და ტუროპერატორი  ქალაქს ეწვევა, გაეცნობა მის ტურისტულ პოტენციალს და ტურიზმის ცენტრს მოინახულებს.

 

გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის კონგრესი ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება, მასპინძელი ქვეყანა ინიშნება არჩევნების მეთოდით. არჩევნებში მონაწილეობას იღებენ ფედერაციის წევრი ქვეყნის დელეგატები, ჯამში 90-მდე ქვეყანის წარმომადგენელი.

 

საქართველოს კანდიდატურამ აღნიშნული გამარჯვება ტაილანდისა და ნიუ-იორკის წინააღმდეგ მოიპოვა 2017 წელს. აღსანიშნავი და ხაზგასასმელია ღონისძიების მასშტაბები, რადგან საქართველოს ტურიზმის სფეროს ისტორიაში, ქვეყანა პირველად მასპინძლობს მსგავსი მასშტაბების ღონისძიებას, რომლის ხანგრძლივობა უპრეცედენტოდ დიდია და შეადგენს 2 კვირას. კონგრესს 300 ტურისტული გიდი და სფეროს ექსპერტი მსოფლიოს 60-მდე ქვეყნიდან ესწრება.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა ამიერკავკასიასა და პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებში (გარდა ესტონეთისა), რომელსაც მიეცა საშუალება ემასპინძლა ამ ღონისძიებისთვის. გარდა კონგრესის ძირითადი სამუშაო ნაწილისა, რომლის ხანგრძლივობაც გახლავთ 5 დღე, ღონისძიება მოიცავს კონგრესის პრე და პოსტ ტურებს, რაც კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მას და ემსახურება ღონისძიების მასპინძელი ქვეყნისა და რეგიონების პოპულარიზაციას მსოფლიოს მასშტაბით. პრე-ტურის ფარგლებში მონაწილეები 3 დღით მიემართებიან მცხეთისა და კახეთის რეგიონებში, რათა გაეცნონ ადგილობრივ კულტურას, ქართულ მეღვინეობასა და ტრადიციებს. ესტუმრებიან გორს, ბორჯომსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონს, მონაწილეები ასევე 5 დღეს დაჰყოფენ დასავლეთ საქართველოში, სადაც ისინი მოინახულებენ წყალტუბოს, ქუთაისს, ბათუმსა და მაღალმთიანი აჭარის ტერიტორიებს. ღონისძიების წარმატებით ჩატარების შედეგად, საქართველო გაიმყარებს პოციზიებს, როგორც MICE ტურიზმისთვის განკუთვნილი ერთერთი საუკეთესო დესტინაცია. გარდა ამისა, მოხდება საქართველოს რეგიონებისა და სხვადასხვა ტურისტული დესტინაციების პოპულარიზაცია.
წაკითხვა 301 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 18 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.