ქუთაისის ტურიზმის ცენტრი გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენლებს მასპინძლობს

ქუთაისის ტურიზმის ცენტრი გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენლებს მასპინძლობს.

180 გიდი და ტუროპერატპრი უკვე ეწვია ქალაქს. სტუმრები გაეცვნენ ქუთაისის ტურისტულ პოტენციალს, მოინახულეს ტურიზმის ცენტრი. ტურიზმის ცენტრში გიდებს ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა. ნინო თვალთვაძემ ასევე უპასუხა უცხოელი ჟურნალისტების შეკითხვებს, რომლებიც მასალებს ქუთაისის ტურიზმის პოტენციალზე ამზადებენ. გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის კონგრესი ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. მასპინძელი ქვეყანა ინიშნება არჩევნების მეთოდით. არჩევნებში მონაწილეობას იღებენ ფედერაციის წევრი ქვეყნის დელეგატები. საქართველოს კანდიდატურამ აღნიშნული გამარჯვება ორი წლის წინ ტაილანდისა და ნიუ-იორკის წინააღმდეგ მოიპოვა.

წაკითხვა 423 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 27 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.