"ქუთაისის ტურიზმის ცენტრში“ ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს MICE ტურიზმის კურსი ჩაუტარდათ

კამპანია „მასპინძელის“ ფარგლებში მ/წ 2 მარტიდან 4 მარტის ჩათვლით  „ქუთაისის ტურიზმის ცენტრში“ ქუთაისის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს ჩაუტარდათ  ტრენინგ ცენტრ CRDC-ის კურსი MICE ტურიზმი.

ტრენერი: ვიკა შარია. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც ამ ტიპის ტრენინგები საქართველოს რეგიონებში ჩატარდა.

 

კურსის შინაარსი:
➡ MICE ინდუსტრიის საფუძვლები;
➡ MICE საქმიანობის სტრუქტურა;
➡ MICE პროექტი და მისი ეტაპები;
➡ MICE ინდუსტრიის ძირითადი მონაწილეები;
➡ MICE ინდუსტრიის პროდუქტები;
➡ მსოფლიო ტენდენციები, საქართველოს და რეგიონის პერსპექტივები.

 

CRDC ეს ტრენინგი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიც არის ქვეყნის პოზიციონირება საერთაშორისო ბაზარზე, მასპინძლობის ინდუსტრიის ყველა მონაწილე რგოლები, გაყიდვების ტექნოლოგიები, კლიენტთან სწორი კომუნიკაციის დამყარება, პროფესიონალი მენეჯერის აუცილებელი თვისებები და სხვა მრავალი. ამ ცოდნის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი პროფილის ტურისტული კომპანიისათვის.

 

აღნიშნული პროექტის შედეგად მონაწილეებმა აიმაღლეს კვალიფიკაცია MICE ტურიზმის სფეროში. ეს სფერო წარმოადგენს საქართველოს პოზიციონირებას, როგორც საქმიანი ტურიზმის საუკეთესო დანიშნულების ადგილი. ასევე, ზოგად ტურიზმის ყველაზე პერსპექტიულ დარგს ჩვენი ქვეყნისათვის. აღნიშნული ტრენინგ კურსი თავის მხრივ დადებითად აისახება ქვეყნის ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოჩინებაზე, ტურისტების კვალიფიციურ მომსახურებაზე, ახალი, ინოვაციური, მომგებიანი პროექტების დაგეგმასა და განხორციელებაზე.

წაკითხვა 205 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.