„თბილისი მსოფლიოში ყველაზე ბოჰემიური ქალაქი" - National Geographic-მა საქართველოს შესახებ სტატია მოამზადა

„თბილისი მსოფლიოში ყველაზე ბოჰემიური ქალაქი"-ამ სათაურით გავლენიანი გამოცემა National Geographic საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

National Geographic-ის ჟურნალისტმა ტარა იზაბელა ბარტონმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და მკითხველს თბილისში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა.

 

„ღამის კლუბები, კაფე-ბარები, ინოვაციური სივრცეები, ეს ყველაფერი თბილისს უმაგრეს ადგილს ხდის. თბილისი ეკლექტიკური, დინამიური ქალაქია, ძველი თბილისი ხის აივნებით, პატარა სახლებით გამოირჩევა, აქ თითოეულ ეზოში შეიძლება იპოვოთ კაფე ან ბარი. თბილისში შეგიძლიათ მთელი დღე გაატაროთ მუზეუმებში, თეატრებში ან მთელი ღამე -ღამის კლუბებში, სადაც დილამდე იცეკვებთ. ერთი შეხედვით თბილისი პატარა ქალაქია, მაგრამ ამ ქალაქს, რომელიც მდიდარი კულტურით გამოირჩევა საკმაოდ ბევრი რამ შეუძლია შემოგთავაზოს,"-წერს ტარა იზაბელა ბარტონი.

 

სტატიის ავტორი თბილისში მდებარე საერთშორისო სასტუმროებს, კლუბებს, კვების ობიექტებს, ღვინის მარნებს და მშრალ ხიდს აღწერს.

 

National Geographic-ის სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ სამზარეულოსა და კერძებს.

 

National Geographic-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება და და მის ფარგლებში საქართველოს შესახებ კიდევ 4 სტატია გამოქვეყნდება.

 

National Geographic-ს მთელ მსოფლიოში ყოველთვიურად დაახლოებით 10 მილიონი მკითხველი ჰყავს.

 

https://www.nationalgeographic.com/travel/destinations/asia/georgia/partner-content-georgia-tbilisi-bohemian-city/?fbclid=IwAR069qUhS_HDFO9EeCpqSzW2SxZk-wMFmkZa_BaYkOVE6l2nwRU8rLWmLfo

 

 

 

წაკითხვა 206 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.