ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ ქვეყნებს შორის საქართველო მეორე ადგილზეა

გავლენიანი გამოცემა Bloomberg გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კვლევას აქვეყნებს.

2017 წლის ანგარიშის მიხედვით, ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ ქვეყნებს შორის საქართველომ მეორე ადგილი დაიკავა, ზრდა +27.9% .

 


სიის ათეულში შემდეგი ქვეყნები მოხვდნენ:


1. სან მარინო 31.1%
2. საქართველო 27.9%
3. ისრაელი 24.6 %
4. თურქეთი 24.14%
5. ისლანდია 24.11%
6. მაკედონია 23.5%
7. აზერბაიჯანი 20%
8. მოლდოვა 19.6%
9. ბოსნია და ჰერცეგოვინა 18.66%
10. სომხეთი 18.65%


Bloomberg-ის ჟურნალისტი ნიკი ეკშტეინის თქმით საქართველო გამოცდილი მოგზაურებისთვის საინტერესო მიმართულება გახდა.


"უნდა ვაღიაროთ, ამხელა ზრდას საქართველოში არ ველოდებოდით, მაგრამ თუ ჩვენ სიღრმისეულად ჩავხედავთ, დავინახავთ, რომ ამის მიზეზი არსებობს. ამ ქვეყანაში კულინარიული თავგადასავლები სულ უფრო პოპულარული ხდება და ქართული სამზარეულო მოგზაურების მოსაზიდად კატალიზატორის ფუნქციას ასრულებს. ქართული ტრადიციული კერძები საუკეთესო მიზეზია, რომ ეწვიოთ ევროპის ამ ხელშეუხებელ კუთხეს."


სტატიაში ნიკი ეკშტეინი აღწერს თბილისის თანამედროვე სასტუმროებს, ბარებს, რესტორნებს და გასართობ ობიექტებს.

 


გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (UNWTO ) 2017 წლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებებს შორის საქართველომ მე-4 პოზიცია დაიკავა. ანგარიშში წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების, რეგიონების სტატისტიკური მონაცემები, კვლევები, ტენდენციები და აქტივობები, რომელიც ტურიზმს მოიცავს.

 


გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშს აფასებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე:


“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით წამყვანი პოზიცია დაიკავა, აღსანიშნავია, რომ საქართველო როგორც წარმატებული და ტურისტულად მზარდი ქვეყანა მსოფლიოს არაერთ საერთაშორისო ანგარიშში მოხვდა. ეს ფაქტი შთამბეჭდავი მხოლოდ საქართველოს მასშტაბით არ არის, არამედ მოწინავე ადგილზე ყოფნა მნიშვნელოვანი სიგნალია მთელი მსოფლიოსთვის. "

 

იხილეთ სტატია ბმულზე.

წაკითხვა 403 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 25 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.