April 25, 2024

10 ადგილი მსოფლიოში, რომელსაც მასობრივი ტურიზმის გამო განადგურება ემუქრება

დღეისათვის ქვეყნების უმეტესობა უამრავი ტურისტის მოზიდვას ცდილობს, რადგან ის დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

 

თუმცა, არის ადგილები, რომლებიც მასობრივმა ტურიზმმა უკვე მნიშვნელოვნად დააზარალა და განაგურების საფრთხის წინაშე მიიყვანა. ამიტომაც, ზოგიერთი ქვეყნის მთვარობამ უკვე მიიღო ახალი რეგულაციები, რომლებიც ტურისტთა ნაკადების შემცირებას ისახავს მიზნად.

 

 

Business Insider ასეთ 10 ადგილს წარმოგიდგენთ:

 

 

ესპანური კიბეები, რომი

 

ესპანური კიბეები განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც 1953 წელს აქ ფილმი „რომაული არდადეგები“ გადაიღეს. მას შემდეგ ესპანურ კიბეებთან ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი მიდის. კიბეები იმდენად დაზიანდა, რომ 2016 წელს 136 საფეხურის რესტავრაცია გახდა საჭირო. დღეისათვისკიბეებზე დაჯდომაც კი აკრძალულია, წინააღმდეგ შემთხვევაში 280-დან 448 ევრომდე დაჯარიმდებით.

 

 

 

 

Fjaðrárgljúfur-ის კანიონი, ისლანდია

 

უჩვეულო კანიონი Fjaðrárgljúfur, რომლის წარმოთქმაც დიდ სირთულეს წარმოადგენს, ისლანდიაში მდებარეობს. ის განსაკუთრებით პოპულარული ჯასტინ ბიბერის კლიპის შემდეგ გახდა, რასაც ცნობილ სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ სცენების გადაღებაც დაემატა. მას შემდეგ კანიონს ყოველწიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს. ისლანდიის ხელისუფლება ახლა ტურისტების ნაკადების შემცირებას ცდილობს.

 

 

 

 

Bloemenmarkt, ამსტერდამი

 

ამსტედამის ცნობილ ტიტების ბაზარს, იგივე Bloemenmarkt-ს ყოველწლიურად მილიონობით ადამინი სტუმრობს. ტურისტების ნაკადი იმდენად გაიზარდა, რომ ტურსტული სეზონის დროს ქუჩაში გავლაც კი შეუძლებელი გახდა. ამიტომ ჰოლანდიის ხელისუფლებამ ტიტების ბაზრის სხვა ტერიტორიაზე გადატანა გადაწყვიტა.

 

 

 

 

კომოდოს კუნძულები, ინდონეზია

 

კომოდოს კუნძულებზე გოძილების იშვიათი სახეობა ცხოვრობს, რომელთა საერთო რაოდენობაც მსოფლიოში სულ 1 800-სს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ არაერთი პირი მათ მოპარვასა და გაყიდვას ცდილობდა, რის გამოც ინდონეზიის ხელისუფლებამ კუნძული ტურისტებისათვის დახურა.

 

 

 

 

ვენეცია, იტალია

 

დღეისათვის ვენეცია ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქალაქია, რომელიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შედის. ტურისტთა ნაკადის შესამცირებლად მომავალი წლიდან ქალაქში საკრუიზო გემები აიკრძალა და მოსაკრებლის რაოდენობა გაიზარდა.

 

 

 

 

დუბროვნიკი, ხორვატია

 

მას შემდეგ, რაც დუბროვნიკში „სამეფო კარის თამაშების“ სცენები გადაიღეს, სადაც ქალაქის ძველი ნაწილი King’s Landing-ად იყო წარმოდგენილი, ტურისტების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. თუმცა, ამასთანავე ზაფხულში დუბროვნიკში გადაადგილება თითქმის შეუძლებელი გახდა. ამიტომ ხორვატიის ხელისუფლებამ კაფეებსა და რესტორნებს მაგიდების შენობიდან გარეთ გამოტანა აუკრძალა.

 

 

 

 

რეიკიავიკი, ისლანდია

 

ბოლო წლებში ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკს რეკორდულად ბევრი ტურისტი სტუმრობს. მხოლოდ 2016 წელს ქვეყანას 1.26 მილიონი ადამიანი ესტუმრა, მაშინ როდესაც მთელი კუნძულის მოსახლოება 330 000 ადამიანს შეადგენს. შედეგად ქვეყნის ტურისტული ინფრასტრუქტურა ამ რაოდენობის სტუმრებისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა.

 

 

 

 

ბარსელონა, ესპანეთი

 

ანტონიო გაუდის უჩვეულო არქიტექტურის სანახავად ბარსელონაში ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ჩადის. ქალაქში დამსავენებლების სიმრავლით შეწუხებულმა ადგილობრივებმა ტურისტების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაც კი მოაწყვეს, რა დროსაც სასტუმრო და ტურისტული ავტობუსი დაწვეს.

 

 

 

 

მაჩუ-პიქჩუ, პერუ

 

ინკების ცივილიზაციის ცენტრი მაჩუ-პიქჩუ მთელი მსოფლიოდან მილიონობით ადამიანს იზიდავს. ტურისტების ნაკადის გასაკონტროლებლად 2011 წელს პერუს ხელისუფლებამ რეგულაციები გაამკაცრა, რის შემდეგაც 1 დღის განმავლობაში მაჩუ-პიქჩუს მონახულება მაქსიმუმ 2 500 ადამიანს შეუძლია.

 

 

 

 

სანტორინი, საბერძნეთი

 

საბერძნეთის ულამაზესის ულამაზეს კუნძულ სანტორინის ყოველწიურად მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს, მაშინ როდესაც ქალაქის მოსახლოება 15 000-სს არ აღემატება. ტურისტული სეზონის დროს აქ სასტუმროს პოვნა და გადაადგიილება ძალიან რთულია.

 

 

 

 

წაკითხვა 978 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.