April 26, 2024

სტრასბურგის ქუჩებში ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს

ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით ქ. სტრასბურგის ქუჩებში ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს.

 

საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგოთი და ახალგაზრდა ქართველი კალიგრაფისტ ნიკოლოზ ღუნაშვილის მიერ დახატული ქართული ანბანის ასოებით მორთული ტრამვაის ინაუგურაცია ქ. სტრასბურგში „Droits de l'homme"-ის გაჩერებაზე მოხდა.  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ქ. სტრასბურგის მერის მოადგილემ, და საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენელმა წითელი ლენტი გაჭრეს.

 

პირველმა სტუმრებმა გაჩერება „Droits de l'homme"-იდან „République"-ის მოედნამდე იმოძრავეს. ტრამვაი სტრასბურგის ქუჩებში 6 თვე ივლის.

წაკითხვა 696 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.