ამ გვერდის ამობედვა

ცნობილი რუსი მსახიობი, რომელმაც საქართველოდან ორი ძაღლი "იშვილა" და მათ ქართული სახელები დაარქვა

34 წლის მსა­ხი­ო­ბი და რე­ჟი­სო­რი და­ნი­ლა კოზ­ლოვ­სკი რუ­სუ­ლი კი­ნოს ვარ­სკვლა­ვია.

 

ახალ­გაზ­რდა ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად 50-მდე ფილმში და ათამ­დე სპექ­ტაკლში აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი, მოღ­ვა­წე­ობს რუ­სეთ­სა და აშშ-ში, რამ­დე­ნი­მე ჰო­ლი­ვუ­დურ ფილმში და ცნო­ბი­ლი ბრენ­დის მათ შო­რის Chanel-ის სა­რეკ­ლა­მო რგოლ­ში გა­და­ი­ღეს მსა­ხი­ობ კირა ნა­ით­ლის­თან ერ­თად.

 

 

 

 

ქა­ლე­ბის გულ­თამ­პყრო­ბე­ლი კოზ­ლოვ­სკი თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი კა­რი­ე­რის გარ­და ქველ­მოქ­მე­დე­ბი­თა და ცხო­ვე­ლე­ბი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა.

 

 

ამ­ჟა­მად ის ორ მი­უ­სა­ფარ ძაღლს პატ­რო­ნობს - ორი­ვე მათ­გა­ნი მსა­ხი­ობ­მა სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­იყ­ვა­ნა.

 

 

 

 

და­ნი­ლა კოზ­ლოვ­სკის ხში­რად უწევს სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა, გა­და­ღე­ბე­ბის ან პი­რა­დი საქ­მე­ე­ბის გამო. 2018 წლის დად­გო­მას, მსა­ხი­ო­ბი შეყ­ვა­რე­ბულ­თან ოლგა ზუ­ე­ვას­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად, რო­მელ­თა შო­რი­საც მომ­ღე­რა­ლი თე­ო­ნა კონ­ტრი­ძეც იყო, ყაზ­ბეგ­ში შეხ­ვდა.

 

 

სწო­რედ 2018 წელს და სწო­რედ ყაზ­ბეგ­ში იპო­ვა რუს­მა მსა­ხი­ობ­მა თა­ვი­სი ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი - მი­უ­სა­ფა­რი ძაღ­ლი, რო­მე­ლიც თან წა­იყ­ვა­ნა:

 

 

 

 

"ყო­ველ­თვის ვოც­ნე­ბობ­დი ლაბ­რა­დო­რი მყო­ლო­და, თუმ­ცა სხვაგ­ვა­რად გა­მო­ვი­და... ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­და, მთე­ბის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე, როცა ახალ წლამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი იყო დარ­ჩე­ნი­ლი. მე და ოლ­გამ მან­ქა­ნა გა­ვა­ჩე­რეთ, რად­გან ტრა­სა­ზე რა­ღაც სას­წა­უ­ლი და­ვი­ნა­ხეთ... ვი­ფიქ­რეთ წაგ­ვეყ­ვა­ნა და სა­ი­მე­დო ხელ­ში გა­დაგ­ვე­ცა... მაგ­რამ ისე შე­ვიყ­ვა­რეთ, რომ ჩვენ­თან და­ვი­ტო­ვეთ. ეს სა­ოც­რად ერ­თგუ­ლი, ტკბი­ლი და კე­თი­ლი ძაღ­ლია.

 

 

ამ­ბის მო­რა­ლი ისაა, რომ არ არ­სე­ბობს იმა­ზე უკე­თე­სი ცხო­ვე­ლი, რო­მელ­საც თა­ვად გა­და­არ­ჩენ უსიყ­ვა­რუ­ლო­ბის­გან. ეს მე­ტია, ვიდ­რე მო­დუ­რი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ლაბ­რა­დო­რი. ჩვენს ძაღლს და­ვარ­ქვით Грузия, მისი შე­მოკ­ლე­ბუ­ლი სა­ხე­ლია გრუ­შა. ის კოს­მო­სია" - ასე იხ­სე­ნებს კოზ­ლოვ­სკი მისი პირ­ვე­ლი შე­ფა­რე­ბუ­ლი ძაღ­ლის ის­ტო­რი­ას.

 

 

 

 

 

 

გრუ­შა გა­ი­ზარ­და, დამ­შვენ­და, მზრუნ­ველ პატ­რო­ნებ­თან ერ­თად სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში, კუ­რორტზე თუ სას­ტუმ­რო­ში იმოგ­ზა­უ­რა და კოზ­ლოვ­სკის მი­ლი­ონ­ზე მეტი გა­მომ­წე­რის­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი ძაღ­ლია.

 

 

თუმ­ცა, გა­ვი­და თით­ქმის ერთი წელი და ის­ტო­რია გან­მე­ორ­და...

 

 

ამ­ჯე­რად, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით ჩა­მო­სულ­მა და­ნი­ლა კოზ­ლოვ­სკიმ, მი­უ­სა­ფა­რი ძაღ­ლი თბი­ლი­სის შე­მო­გა­რენ­ში იპო­ვა და გულ­მა ვერ მო­უთ­მი­ნა, რომ ისიც თან არ წა­ეყ­ვა­ნა. მის ის­ტო­რი­ას კოზ­ლოვ­სკი "ინ­სტაგ­რა­მის" პი­რად გვერ­დზე წერს:

 

 

 

 

"სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ღე­ბებ­ზე წა­ვე­დით. თბი­ლი­სი­დან გა­მოვ­დი­ვართ და გზა­ზე ეს პა­ტა­რა სას­წა­უ­ლი მი­დის, მან­ქა­ნას სას­წრა­ფოდ ვა­ჩე­რებთ, ლერა, DK entertainment-ის დი­რექ­ტო­რი, ქუ­ჩა­ზე გა­დარ­ბის და ის ხელ­ში აჰ­ყავს. სა­კუ­თარ თავს ვე­უბ­ნე­ბი: "მან­ქა­ნი­დან ნუ გა­დახ­ვალ, შენ ხომ უკვე გყავს გრუ­შა?" ნა­პოვ­ნი, უფრო სწო­რად სამ­ყა­როს­გან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ძაღ­ლი, რო­მე­ლიც აქვე ახ­ლოს ვი­პო­ვე ერთი წლის წინ...

 

 

რა თქმა უნდა, უკვე ვი­ცით, რომ ამ პა­ტა­რა გო­გო­ნას აქ ვერ დავ­ტო­ვებთ. მი­წა­ზე დავ­სვით ლეკ­ვი და წყლის სმა და­ი­წყო და სა­ნამ ვფიქ­რობ­დით, რა მოგ­ვე­ხერ­ხე­ბი­ნა მის­თვის, ჩემ­თან მო­ვი­და, ფეხ­საც­მელ­ზე თავი და­მა­დო და თვა­ლებ­ში შემ­ხე­და...

 

 

 

 

ეს ბოლო და ყვე­ლა­ზე და­მა­ჯე­რე­ბე­ლი არ­გუ­მენ­ტი იყო მისი მხრი­დან - ხელ­ში ავიყ­ვა­ნეთ და ვე­ტე­რი­ნარ­თან წა­ვე­დით, ქა­ლაქ­ში. მას იმ რა­ო­დე­ნო­ბის რწყი­ლე­ბი აღ­მო­აჩ­ნდა, ალ­ბათ ორ კვი­რა­ში ანე­მი­ით მოკ­ვდე­ბო­და. იმა­ვე სა­ღა­მოს უნდა გავფრე­ნი­ლი­ყა­ვით უკან. სა­ჭი­რო იყო უამ­რა­ვი სა­ბუ­თი და პრო­ცე­დუ­რა, რომ ლეკ­ვი წა­მოგ­ვეყ­ვა­ნა. მად­ლო­ბა ჩემს ქარ­თველ მე­გობ­რებს, რომ­ლებ­მაც ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს ამის­თვის.

 

 

ახლა, ის თბილ ხა­ლი­ჩა­ზე წევს ოფის­ში და ჰყავს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მას­ზე მთე­ლი გუ­ლით იზ­რუ­ნებს - ლერა. ჩვენ რა თქმა უნდა, მის გვერ­დით ვართ.

 

 

რა­ტომ ვწერ ამას: თუ ოდეს­მე და­ფიქ­რდე­ბით, აიყ­ვა­ნოთ ძაღ­ლი ან კატა თავ­შე­საფ­რი­დან, ან უბ­რა­ლოდ ქუ­ჩა­ში მო­ხე­ტი­ა­ლეს წა­ა­წყდე­ბით, არ შე­შინ­დეთ, აიყ­ვა­ნეთ. თქვენ აჩუ­ქებთ სი­ცო­ცხლეს და სა­ნაც­ვლოდ, უდი­დეს სიყ­ვა­რულ­სა და სით­ბოს მი­ი­ღებთ. ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი პას­პორ­ტით Тбилисо Сихварули გახ­ლავთ, რაც ქარ­თუ­ლად საყ­ვა­რელ თბი­ლისს ნიშ­ნავს" - წერს კოზ­ლოვ­სკი.

 

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 3680 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 07 2019