8 ქალაქი, რომელსაც ახალ წელს უნდა ეწვიოთ

ახალი წლის ჯადოსნური დღესასწაულიც კარს მოგვადგა. თუ განზრახული გაქვთ, რომ ეს მაგიური დღეები ქვეყნის ფარგლებს გარეთ აღნიშნოთ, 8 შეუდარებელ ქალაქს წარმოგიდგენთ, რომელსაც ახალ წელს უნდა ეწვიოთ, რათა დაუვიწყარი მოგონებები შეიძინოთ.

 

1. ნიუ-იორკი

 

 

ალბათ, ახალი წლისა და ნიუ-იორკის ხსენებაზე თქვენც არა ერთი ფილმი გაგიელვებთ თავში, რომლებმაც თავის დროზე დაუვიწყარი ემოციები აღგვიძრეს. სწორედ მათი და ქალაქში საუკეთესოდ შექმილი განწყობის დამსახურებით, მანჰეტენზე ახალი წლის შეგებება ნამდვილი ბედნიერება იქნება.

 

 

2. ლონდონი

 

 

ჯადოსნური მორთულობები და განათებები ლონდონს ერთ-ერთ ყველაზე სასურველ საახალწლო ქალაქად აქცევს, სპეციალურად შექმნილ განწყობას წითლად შეფერილი ავტობუსებისა და სატელეფონო ჯიხურების ტანდემიც ემატება და გვიჩნდება შეკითხვა: მეტი რა არის საჭირო მაგიური დღესასწაულისთვის?

 

 

3. სიდნეი

 

 

სიდნეი პირველი ქალაქია მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც ახალ წელს ყველაზე ადრე ეგებება. Opera House-სა და Harbour Bridge-ის ფონზე გადაშლილი ფოიერვერკების თვალისმომჭრელი შოუ კი სწორედ იმ დაუვიწყარ კადრებს გვპირდება, რომლებიც სამუდამოდ ჩაიბეჭდება ჩვენს მეხსიერებაში.

 

 

4. ბერლინი

 

 

სადღესასსწაულო სულისკვეთებით ბერლინს ნამდვილად შეუძლია დაიკვეხნოს. მთავარი მხიარულების ადგილი ბრანდენბურგის კარიბჭეა, რომელთანაც გერმანელი თუ უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრები ერთად იკრიბებიან და საუკეთესო დღესასწაულს ქმნიან.

 

 

5. დუბაი

 

 

მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა ბურჯ ხალიფა ახალი წლის მოალხოებასთან ერთად ხალხით ივსება. მის გარშემო თავმოყრილ ადამიანებს სხვადასხვა ოცნებები, მიზნები, სურვილები და ახალი წლის ჯადოსნური ღამე აერთიანებს.

 

 

6. მადეირა

 

 

მადეირა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფოიერვერკების შოუთია ცნობილი. ფერადი და თვალისმომჭრელ წარმოდგენას წინ ხმაურიანი გართობა, ცეკვა და სასმელი უძღვის. სწორედ ამიტომ არის მადეირა ასეთი სასურველი მიმართულება ახალი წლის დღეებში.

 

 

7. რიო დე ჟანეირო

 

 

თუ კი განსხვავებული ახალი წლის მოლოდინში ხართ, მაშინ თქვენი მიმართულება აუცილებლად რიო უნდა გახდეს. კოპაკაბანას სანაპიროზე ყოველწლიურად ათასობით ადამიანი, იკრიბება ცოცხალი მუსიკის მოსასმენად და ფოიერვერკების სანახავად.

 

 

8. ვენა

 

 

ვენა არის ქალაქი, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს თქვენზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს, თუმცა ახალი წლის პერიოდში ის, უდავოდ გაგაოცებთ. მთელი ქალაქი ამ დღეს ცოცხალ მუზეუმს ემსგავსება, საახალწლო განათებები და დეკორაციები ვენის დიდებულ ქუჩებს კიდევ მეტ გრაციოზულობას სძენს.

 

 

 

https://regarder.ge/

წაკითხვა 874 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 14 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.